ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი მესამედ გამოცხადდა

ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი მესამედ გამოცხადდა

access_time2022-01-14 15:00:30

ბაკურიანში, ყველასთვის კარგად ნაცნობი რეკრეაციული პარკი 2022 წლის ტურისტულ სეზონსაც მოუმზადებელი ხვდება.  უნიკალური ლანდშაფტის მქონე ტურისტულ ობიექტზე ინფრასტრუქტურა  3 წელია ვერ მოეწყო.

 


დანგრეული გზები, ტალახი, დაზიანებული და გაუმართავი ინფრასტრუქტურა წლებია ტურისტებს დისკომფორტს უქმნის.  პარკის რეალური სახე ნათლად მაშინ ჩანს, როდესაც კურორტზე თოვლი დნება. თუმცა, ამის მიუხედავად, ბაკურიანი დღემდე ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია.

 


პრობლემების მოგვარებას მუნიციპალური განვითარების ფონდის ცდილობს, თუმცა კურორტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების მეორე მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა.  ფონდი ახლა მესამე წრეზე მიდის, გასული წლის 27 დეკემბერს ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი არ შეცვლილა, ამჯერად პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას სახელმწიფო უწყება დაახლოებით მლნ ლარით ნაკლებად, 10 544 832 ლარად ცდილობს.  წინადადებების მიღება 3 თებერვალს დაიწყება და 7 თებერვალს დასრულდება.

 


პარკში არსებული მძიმე რეალობის შეცვლა გასული  წლის 12 ივლისს გამოცხადებული ტენდერით ვერ მოხერხდა. შესყიდვა, რომლის სავარაუდო ღირებულება 11,4 მლნ ლარი იყო, უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ, ერთობლივი საწარმო შპს „ჯავამ“ - შპს „ინსმა“ და შპს „სოლკავ ჯორჯიამ“ მიიღეს.

 


შპს „სოლკავ ჯორჯიას“ სატენდერო წინადადება ჩაითვალა არასრულფასოვნად და შეუსაბამოდ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნასთან მიმართებაში, რადგან ვერ დადგინდა ზუსტი პრეტენდენტი.




ხოლო, ერთობლივი საწარმოს შპს „ჯავა“ და შპს „ინსის“ დისკვალიფიკაციის მიზეზი იყო ის, რომ  შემოთავაზებული ფასი მნიშვნელოვნად აღემატება სავარაუდო ღირებულებას და აღნიშნული აქტივობისთვის გამოყოფილ რესურსს.

 


გეტყვით, რომ უნიკალური ლანდშაფტის მქონე ტურისტულ ობიექტის ტერიტორიის განვითარებას საფუძვლად საოჯახო პარკის კონცეფცია დაედო, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა რამდენიმე აქტივობა, რაც დააკმაყოფილებს ვიზიტორების მოთხოვნებს. ამ კონცეფციის შესაბამისად დაპროექტდა ობიექტები, როგორიცაა საფეხმავლო გზები, ბავშვების სათამაშო მოედნები, ტურისტულ ზონები, პიკნიკის მოსაწყობი არეალები. პარკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრაქციას წარმოადგენს საფეხმავლო რამპა, რომელიც მიწის დონიდან იქნება აწეული ჰაერში და მისი მეშვეობით მოხდება კავშირი ქვედა და ზედა დონეებს შორის. ტერიტორიაზე მოეწყობა მცირე ზომის სწრაფი კვების ობიექტი - კაფე, სპორტსმენებისათვის განკუთვნილი გასახდელების შენობა, მოხდება არსებული ფეხბურთის სტადიონისა და ჰოკეის მოედნის დემონტაჟი და მათ ნაცვლად მოეწყობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის, ჰოკეისა და საციგურაო მოედნები, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით. ისეთი აქტივობები, რომელიც არ შეესაბამება საოჯახო პარკის კონცეფციას, როგორიცაა მოტო-ყველგანმავალი სატრანსპორტო საშუალებების რბოლა, ამოღებული იქნება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.



 



აღსანიშნავია, რომ მთავარ დიზაინერულ მოტივად შეირჩა ნატურალური, ბუნებრივი იერის შენარჩუნება მთელი ტერიტორიისათვის. შენობები ძირითადად 2 მასალით — მეტალის ფილებით და ხის პანელებით იქნება დამუშავებული. პროექტით გათვალისწინებულია არსებული ღობის დემონტაჟი და ახალი ლითონის ღობის მოწყობა. ასევე დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება, საინჟინრო ქსელების გაკეთება, გარე განათების, სკამებისა და ნაგვის ურნების მოწყობა. ტერიტორია რამდენიმე მიწის ნაკვეთზე ვრცელდება და ჯამში 75 873 კვადრატულ მეტრს მოიცავს.



 



ბაკურიანის პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობა საქართველოს მთავრობამ 2018 წელს დაიწყო. პარკის განვითარების მიზნით დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მომზადებულიყო, რომლის მიხედვითაც უნდა  მოწესრიგებულიყო პარკამდე მისასვლელი გზა. ასევე დაგეგმილი იყო საპარკინგე და საჯარო სივრცის მოწყობა. იგეგმებოდა სპორტული მოედნის, სკამების, განათებს ბოძების, ნაგვის ურნების დამონტაჟება. პროექტით ასევე გათვალისწინებული იყო კომერციული ზონების, კაფეებისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა და არსებული საზოგადოებრივი ტუალეტების რეაბილიტაცია. თუმცა, ყველასთვის კარგად ნაცნობ რეკრეაციულ პარკში წლიდან წლამდე არაფერი იცვლება.





ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up