ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპების მოლოდინში

ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპების მოლოდინში

access_time2021-02-04 15:35:16

26, 27 და 28 თებერვალს ბაკურიანი სკი-ქროსის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს. წლევანდელი შეჯიბრი განსაკუთრებული იქნება, რადგან ბაკურიანი შერეული ნაკრების გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად მასპინძლობს. სკი-ქროსის შერეული ნაკრების შეჯიბრში თითო ქვეყნის ნაკრებიდან 2 გოგო და 2 ბიჭი იქნება გუნდში. როგორც კლასიკურ სკი კროსში, აქაც 4 სპორტსმენი დაეშვება ერთდროულად. ამ დისციპლინაში მონაწილეობის მისაღებად, ბაკურიანში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 120 მდე სპორტსმენს ელოდებიან. რეგისტრაცია 16 თებერვალს დასრულდება.


ბაკურიანისთვის 2021 წლის სეზონი საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან სათხილამურო ღონისძიებები მხოლოდ სკი ქროსის ეტაპით არ დასრულდება. 3,4 და 5 მარტს აქ ასევე, გაიმართება სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპები. აღსანიშნავია, რომ ეს დამატებითი ღონისძიება სეზონურ კალენდარში დაგეგმილი არ იყო, მაგრამ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის თხოვნის საფუძველზე, გადაწყდა, რომ ბაკურიანში სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპებიც გაიმართება.


„ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ზამთრის ღონისძიება გაუქმდა მთელ მსოფლიოში პანდემიის გამო, ჩვენი პატარა ქვეყანა ორ „ა კლასის“ ღონისძიებას მასპინძლობს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებს უშუალოდ მთაზე მომუშავე პერსონალი, რადგან ტრასის უმოკლეს დროში კორექტირება მოგვიწევს და ეს გამოცდილება მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძალიან დაგვეხმარება. ინფრასტრუქტურული სამუშაები უკვე დასრულებულია და სრულ მზადყოფნაში ვართ, მთავარია ბუნებრივმა, კლიმატურმა პირობებმა შეგვიწყოს ხელი და თებერვლის მეორე ნახევარში ბაკურიანში ყინვები შენარჩუნდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ღონისძიებებიც უმაღლეს დონეზე ჩაივლის.“ ზუკა კოსტავა, - სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი.



ბაკურიანში თვეზე მეტია მოსამზადებელი სამუშაოები მინდინარეობს. ხდება ტრასების გაწმენდა და ხელოვნური თოვლით გათოვლიანება. მალე კურორტს ეწვევიან საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელები, რომელთა უშუალო ჩართულობით მოხდება ტრასების ფინალურ ეტაპზე მშენებლობა.


ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID-19 პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება. სამწუხაროდ, წლევანდელ მნიშვნელოვან და სანახაობრივ ეტაპებზე მაყურებელი დასწრებას ვერ შეძლებს, თუმცა ყოველი დღის შეჯიბრის ტრანსლირება მოხდება სხვადასხვა არხებით. ევროსპორტის და სხვა საერთაშორისო არხების გარდა, სადაც ბაკურიანიდან ეტაპები პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემული, ქართველი მაყურებელი ასევე შეძლებს სანახაობას თვალი ადევნოს სილქუნივერსალის მეშვეობით. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი 2000 წლიდან კომპანია „სილქნეტია“.


(R)

თეგები:
სილქნეტი



ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა
access_time2021-07-30 20:00:57
დედამიწის „სასიცოცხლო მაჩვენებლები“ მკვეთრად გაუარესდა – პლანეტამ უკვე გადალახა კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგაც მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.   ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ 31 მნიშვნელოვანი პარამეტრიდან 16 მკვეთრად გაუარესებულია. მათ შორის ისეთები, როგორც სასათბურე გაზების კონცენტრაცია, ოკეანეს დამჟავება, რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. ეს და სხვა მაჩვენებლები ანტირეკორდებს ხსნიან, მათ ვერ შველის პანდემია, რომელმაც  საყოველთაო ლოქდაუნის...


მსგავსი სიახლეები

up