ბაკურ კიღურაძე - „ოცნება“ ცდილობს მაქსიმალურად უმტკვინეულოდ ჩაატაროს პროცესები, საპასუხოდ ვღებულობთ უარესს

ბაკურ კიღურაძე - „ოცნება“ ცდილობს მაქსიმალურად უმტკვინეულოდ ჩაატაროს პროცესები, საპასუხოდ ვღებულობთ უარესს

access_time2018-10-16 10:00:00


„საქართველოში ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და დისტანცირდებოდეს ჩინოვნიკებისაგან“ — ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს ბიზნესის წარმომადგენლებს და ყველა არსებული პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. 


მათ შორის იყვნენ ის ბიზნესმენებიც, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს ბიზნესები ჩამოართვეს ან მეტიც, წლების განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდნენ. ამ ბიზნესმენთა 150-კაციანი სია თავის დროზე შედგენილი ჰქონდა ჰოლდინგური კომპანია „ვაკე-5-ისა“ და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელს  დავით ბეგიაშვილს, რომელიც სამართლიანობის აღდგენას  საინიაციტივო ჯგუფით - „ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის“ ცდილობდა.


„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბევრი ბიზნესმენის საქმეზე სამართლიანობის აღდგენის მოტივით პროკურატურაში მართლაც დაიწყო გამოძიება, თუმცა საბოლოო შედეგი საზოგადოებისთვის ბოლომდე დღემდე არის ცნობილი. 


  • დაუბრუნდა თუ არა 150 ბიზნესმენს  უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, დაისაჯნენ თუ არა დამნაშავეები და აღდგა თუ არა ბიზნესში სამართლიანობა?


  • როგორ ვითარდება ბიზნესგარემო საქართველოში - „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შემდეგ და რა შეიცვალა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფის პერიოდში?


კომერსანტმა“  ამ კითხვებით 150 ბიზნესმენიდან ერთ-ერთს, ბაკურ კიღურაძეს მიმართა.  


შპს ”უტა-ს” გენერალური დირექტორი ბაკურ კიღურაძე, რომელიც ამავდროულად ორგანიზაცია ”გლობალიზაციის შემსწავლელი საერთაშორისო ინსტიტუტის დამფუძნებელია, 2010 წლის 13 ივნისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და 9 წლით თავისუფლები აღკვეთა მიუსაჯეს. პარალელურად ჩამოართვეს ბიზნესი, საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, დაუყადაღეს ქონება, დააპატიმრეს მისი ებრაელი ბიზნეს პარტნიორები. 



როგორც თავად ბაკურ კიღურაძე „კომერსანტს“ უყვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან საპატიმრო პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა და  წართმეული ქონების უმეტესი ნაწილიც დაიბრუნა, თუმცა  6 წლის შემდეგაც გარკვეული პრობლემები კვლავ მოუგვარებელია და კონკრეტული კითხვებიც ჯერ ისევ პასუხგაუცემელია.


ბაკურ კიღურაძე: „იმ პერიოდში ჩემი თემები ძალიან გახმაურებული იყო და ძირითადად ყველა მათგანი მოგვარდა. დარჩა ორი დავა. ერთი დაკავშირებულია ფულად ვალდებულებებთან ჩვენსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის. თავის დროზე  შეძენილი უძრავი ქონების ფარგლებში სახელმწიფოს წინაშე ავიღეთ ფულადი ვალდებულება, თუმცა თავად სახელმწიფომ დაარღვია სახელშეკრულებო პირობები და ფულადი სანქციები დამაკისრეს. ამ საკითხზე დღემდე მიმდინარეობს დავა. საქმე იმაშია, რომ წინა ხელისუფლების დროს  ეკონომიკის სამინისტროს რეალურად მართავდა ზურაბ ადეიშვილი. სხვათა შორის, მაშინდელი თანამშრომლები დღემდე რჩებიან უწყებაში და ისინი  მუდმივად ცდილობდნენ პროცესების გაყინვას. 6 წლის შემდეგ, როგორც იქნა დაიწყო სასამართლო პროცესი და გადაწყვეტილების პირველ შედეგს 19 ოქტომბერს ველოდებით. რაც შეეხება მეორე დავას, ის ეხება პეტრიაშვილს ქუჩაზე არსებულ 2 200 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთს, რომელიც თავის დროზე პროკურატურამ იძულებით ჩამომართვა. იმედი მაქვს, ოქტომბრის ბოლოსთვის ეს პრობლემაც მოგვარდება“.


მიუხედავად იმისა, რომ ბაკურ კიღურაძეს ჩამორთმეული ქონება მეტნაკლებად დაუბრუნდა და ამით ბიზნესმენი კმაყოფილია, „კომერსანტის“ მეორე შეკითხვაზე პასუხის გაცემა მაინც უჭირს. ბიზნესმენი არ თვლის, რომ მის მსგავსად უმრავლეს ბიზნესმენის შემთხვევაში სამართლიანობა სრულყოფილად აღდგა. დარწმუნებულია იმაშიც, რომ პროკურატურას რეალური დამნაშავეები დღემდე არ გამოუაშკარავებია და ის ადამიანები თავიანთ საქმიანობას კვლავ აგრძელებენ.  


 ნაციონალურ მოძრაობას“ თავისებურად  ესმოდა თავისუფლების მნიშვნელობა და ამიტომაც ბიზნესს მაქსიმალურად აკონტროლებდა. ამ ჩანაფიქრით რეალურად მოსპეს დამოუკიდებელი ბიზნესი საქართველოში. „ქართული ოცნება“ კი უფრო ლოიალური აღმოჩნდა და ბიზნესიც მარწუხებისგან გაათავისუფლა. თუმცა, დღემდე „ოცნება“ ცდილობს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩაატაროს პროცესები და მოაგვაროს პრობლემები, რის გამოც პასუხს არ სთხოვს დამნაშავეთა ძალიან მნიშვნელოვან კატეგორიას, ადამიანებს, რომლებმაც უშუალოდ ჩაიდინეს დანაშაული - ამ ყველაფრის საპასუხოდ კი ვღებულობთ უარესს. მაგალითად, პროკურატურამ ჩემი სისხლის სამართლის საქმე ხელახალი შეფასებისთვის გადასცა სასამართლოს, სადაც ძალიან დაგვიანებით, მაგრამ საბოლოოდ ჩემს მიმართ მაინც დადგა გამამართლებელი განაჩენი. მთავრი არგუმენტი, რის გამოც ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა, იყო თავად პროკურატურის განცხადება, რომ დამნაშავეთა ჯგუფმა წინასწარი განზრახვით ბაკურ კიღურაძის მიმართ ჩაიდინა დანაშაული - შეუთხზეს ცრუ ლეგენდა. მიუხედავად ამისა, ეს დამნაშავეთა ჯგუფი დღესაც ხელშეუხებელია. ზოგადად ასეთი სიტუაციაა ყველასთან. ვიცით ოდიოზური ფიგურები -მერაბიშვილისა და ახალაიას სახით,  მაგრამ უშუალოდ საქმის შემსრულებლები ისევ აგრძელებენ თავიან საქმიანობას. მირზა სუბელიანის ჩანაწერი რომ გავრცელდა ზუსტად იგივე სქემაა“.


ამ ყველაფერთან ერთად ბიზნესმენი ყურადღებას დღევანდელ ფინანსურ და ეკონომიკურ პროცესებზე ამახვილებს. მისი თქმით, ამ მხრივ საქართველო გამოწვევების წინაშე დგას და აუცილებელია ისეთი პროგრამების უფრო გააქტიურება, როგორიცაა „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველოში“. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითრებისთვის კი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იაფფასიანი საკრედიტო რესურსების ამოქმედებას.


„დიახ, რაღაცები კეთდება, თუმცა ბევრად მეტია გასაკეთებელი, რათა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი რეალურად განვითარდეს. კიდევ აუცილებელია უცხოური ინვესტიციები და ამ მხრივ, სკეპტიკურად არ ვარ განწყობილი. ძალიან გამიკვირდა ესტონელი ინვესტორის, ოლეგ ოსინოვსკის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას ემუქრებიან და ზოგადად, კორუფციული ნიშნები ძალიან გააქტიურებულია. სიმართლე გითხრათ, არ გამოვრიცხავ ის მუქარები, ხელისუფლებიგან კი არა, სხვა ადამიანებისგან მიდიოდეს. მაგალითად, ვინც ხშირად და უცნაურად გვმოძღვრავს ხოლმე სხვადასხვა ეთერიდან - სააკაშვილი თუ მისი გუნდის რომელიმე წევრი. დღევანდელ ხელისუფლებას ბევრი პრობლემა აქვს, რაზეც უკვე გესაუბრეთ, მაგრამ კორუფცია არამგონია ერთ-ერთი მათგანი იყოს.“


ჩვენს კითხვაზე, რას ფიქრობს იგივე დავით ბეგიაშვილის მოსაზრებაზე, რომელმაც „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში ჩამორთმეული ქონება ისე არ ბრუნდება, თუ ბიზნესმენი კონკრეტულ სქემაში არ ჩაერთვება და  ქვეყანაში ბიზნესმენებთან ხელისუფლების მხრიდან არაფორმალური ურთიერთობები არსებობს -  ბაკურ კიღურაძემ აღნიშნა,  რომ არ იცის რატომ გააკეთა დავით ბეგიაშვილმა ასეთი განცხადება.


სალომე ლემონჯავა

 






ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს
access_time2020-01-23 15:30:50
როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს? აღნიშნულ კითხვაზე აქამდე მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 3-4 თვეში ამ ვალს ისინი გაისტუმრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებს. “ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა...

კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია

კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია
access_time2020-01-23 13:26:50
ბუნებრივი გაზის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სწორედ, ენერგოუსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების დირექტივა (N 2004/67/EC) მიიღო საქართველომ ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია. თავდაპირველად პროექტის დასრულების ვადა 2020 წლის 31 დეკემბერი იყო, თუმცა თარიღის გადაწევა საქართველოსა და ენერგოგაერთიანების სამდივნოს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი გახდა და გაზსაცავის...


მსგავსი სიახლეები

up