ბაირახტარი – მთავრობამ არჩევანი გააკეთა, რომლითაც დაბალშემოსავლიანი ფენა შიმშილისთვის გაწირა

ბაირახტარი – მთავრობამ არჩევანი გააკეთა, რომლითაც დაბალშემოსავლიანი ფენა შიმშილისთვის გაწირა

access_time2020-12-03 16:30:51

“მთავრობამ არჩევანი გააკეთა, რომლითაც დაბალშემოსავლიანი ფენა შიმშილისთვის გაწირა”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აცხადებს.

 

“თუ გაზაფხულზე შეზღუდვები შეცდომა იყო, ახლა ეს უკვე არჩევანია, რადგან ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ არ იმეორებენ. ეს არჩევანი მთავრობამ გააკეთა მაღალშემოსავლიანი ფენების სასარგებლოდ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი შიმშილისთვის გაიწირა. ვინც დღეს ლოკდაუნს ამართლებს, ან ვერ აცნობიერებს მის ტრაგიკულ შედეგებს ეკონომიკასა და სოციალურ მდგომარეობაზე, ან ამის გაცნობიერება არ სურს.

 

მოდი, მიმოვიხილოთ შეზღუდვები და პოტენციური შედეგებიც შევაფასოთ. პირველ რიგში გამკაცრდა კომენდანტის საათი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საერთო მოთხოვნას, რომელიც ისედაც მინიმუმამდე იყო დასული. ამას ემატება ტრანსპორტის, სავაჭრო სფეროსა და სამასპინძლო დაწესებულებების გაჩერება. ახლა შევხედოთ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურას – მშპ-ის ფორმირებაში წამყვან ადგილებს იკავებენ ეს სექტორები და საერთო სიკეთის 20%-ზე მეტის გენერირებას ახდენენ. ტურიზმი მშპ-ის 12%-ზე მეტის გენერირებას ახდენდა. ცხადია, ეს არ არის ჯანსაღი ეკონომიკისთვის დამახასიათებელი, თუმცა მოქმედი ეკონომიკური გუნდის არჩევანია და სწორედ ამაზე მუშაობდნენ წლების განმავლობაში, ეს გვესმოდა დღენიადაგ, რომ ტურიზმი უნდა ყოფილიყო ჩვენი ეკონომიკის ლოკომოტივი. სწორედ ამ პოლიტიკამ ჩააგდო საქართველოს ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში.

 

საზღვრები დაკეტილია, ტურიზმიდან შემოსავლები 97%-ით არის შემცირებული და ერთადერთი წყარო როგორც ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ისე მისი მომიჯნავე დარგებისთვის, შიდა ტურიზმია. მთავრობამ შეზღუდვები ამ მიმართულებითაც დააწესა ზამთრის კურორტებზე. ეს ყველაფერი უკვე ჩვენი ეკონომიკის 40%-ს აღწევს და 40%-ით გაჩერებულ ეკონომიკას წერტილოვნად შეზღუდული უწოდოთ, ცოტა უხერხულია”, – აცხადებს აფბს ვიცე-პრეზიდენტი.

 


მისივე თქმით, დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება ნიშნავს დაკარგულ 300 000 სამუშაო ადგილს.

 

“დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება ნიშნავს დაკარგულ 300 000 სამუშაო ადგილს. არ დაგვავიწყდეს, რომ წინა “ლოკდაუნის” დროს უკვე დაიკარგა 100 000 სამუშაო ადგილი. ეს ნიშნავს კიდევ უფრო გაღარიბებულ მოსახლეობას და წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს ორნიშნა ეკონომიკურ ვარდნას.ახლა რაც შეეხება იმ ფისკალურ სტიმულებსა და სოციალურ პაკეტებს, რომლებიც შეზღუდვების საპირწონედ აამოქმედა მთავრობამ. პირველი არის ქონების გადასახადის გაუქმება.

 

სამასპინძლო დაწესებულებები, რომელთაც ყველაზე მეტად შეეხო შეზღუდვები, იჯარას იხდიან კერძო მესაკუთრეებთან და მათ სხვა ქონება არ გააჩნიათ, შესაბამისად, ეს შეღავათი მათთვის მნიშვნელოვანი შვება არ არის. მეორე შეღავათი უკავშირდება საშემოსავლო გადასახადს, რომლის მიხედვითაც, 750-დან 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულები სრულად ან ნაწილობრივ თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან. თუმცა, თუ კომპანია თანამშრომლებს დაითხოვს, ისედაც არ უწევს ამის გადახდა. ასე რომ, არც ეს არის მათთვის დიდი შვება. კიდევ ერთი შეღავათი, რომელიც დაუწესდა სამასპინძლო დაწესებულებებს როგორც ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს, არის სესხის პროცენტის სუბსიდირება. თუმცა, თუ ობიექტები ვერ მუშაობენ, მათთვის ძირი თანხის გადახდაც ძალზე პრობლემატურია, მაგრამ საგულისხმოა, რომ სხვა დარგებს ესეც არ შეხებია.

 

სოციალურ პაკეტები ორი ტიპის გვაქვს – ერთჯერადი 300-ლარიანი და 6-თვიანი 1.200-ლარიანი. მაგალითად, სავაჭრო სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც რეგულაციების გამო გაჩერდებიან, მთავრობისგან მიიღებენ ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას. რადგან შეზღუდვები 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს, დახმარება თვეში რეალურად 150 ლარი გამოდის. 1.200-ლარიანი დახმარება 6 თვეზე ნაწილდება და მიიღებენ ისინი, ვინც ოფიციალურად იყო დასაქმებული და სამსახური პანდემიის დროს დაკარგა.

 

მკითხველმა განსაჯოს, რამდენად შესაძლებელია ზრდასრულმა ადამიანმა თვეში 200 ან 150 ლარად გაიტანოს თავი. ეს თანხა ოფიციალურ საარსებო მინიმუმზეც ნაკლებია. სხვა საკითხია ამ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია და რეალურობა.შეიძლება ითქვას, მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისთვის გაწირა. ჯერ ერთი, ეს სოციალური პაკეტები ვერ პასუხობს გამოწვევებს, და მეორე – მათი ამოწურვის შემდეგ მოქალაქეები შეძლებენ კი ახალი სამსახურის შოვნას, ვინაიდან ბიზნესების უდიდესი ნაწილი რეანიმირებას ვეღარ შეძლებს”, – აცხადებს პაატა ბაირახტარი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up