ბაიდენმა გაიმარჯვა - ევროპამ შვებით ამოისუნთქა

ბაიდენმა გაიმარჯვა - ევროპამ შვებით ამოისუნთქა

access_time2020-11-10 20:00:24

ევროპამ კოლექტიურად შვებით ამოისუნთქა - ბრიუსელის და ევროკავშირის დედაქალაქების თბილმა რეაქციამ დაადასტურა, რომ ევროპელებს ბაიდენის გამარჯვებაზე მეტად ტრამპის დამარცხება უხარიათ.

 

თუმცა, ყველა თანხმდება, რომ ტრამპის პერიოდში ჩრდილოეთ ატლანტიკურ ურთიერთობებში იმდენი რამ შეიცვალა, რომ ძველი რეალობის აღდგენა საკმაოდ რთული იქნება. ტრამპის არამეგობრული და არაპროგნოზირებადი დამოკიდებულება ევროპელი მოკავშირეებისადმი კიდევ დიდხანს დარჩება ევროპელების მეხსიერებაში.

 

თუმცა, ამავე დროს გაჩნდა იმედი, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და ერთიანი დასავლეთის იდეა განვითარების ახალ შანს მიიღებენ.

 

გერმანიის პრემიერ-მინისტრმა ანგელა მერკელმა ბაიდენისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში განაცხადა, რომ ევროპა საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტ პასუხისმგებლობას აიღებს.

 

რა თქმა უნდა, ეს თავდაცვითი ხარჯების ზრდასაც მოითხოვს, რაც კორონაკრიზისის და რეცესიის პირობებში ადვილი არ იქნება.

 

ბევრი ექსპერტი შიშობს, რომ ემანუელ მაკრონის იდეა „სტრატეგიული ავტონომიის“ შექმნის თაობაზე, რომელმაც აქტუალურობა სწორედ ტრამპის არაპროგნოზირებადობის გამო შეიძინა, ბაიდენის არჩევის შემდეგ ჩავარდება.


 

თუმცა, ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრის კლემან ბონის თქმით,  თეთრი სახლის პატრონის ცვლილება არაფერს ცვლის - ევროპამ საკუთარი თავის იმედად ყოფნა უნდა ისწავლის.

 

განსაკუთრებით ბაიდენის არჩევა ევროკავშირს ეკონომიკური თვალსაზრისით გაუხარდა - შტატები ხომ ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ტრამპი კი რამდენიმე სავაჭრო ომი წამოიწყო, მათ შორის ევროპასთან.

 

დონალდ ტრამპი პროტექციონიზმის და ევროპიდან იმპორტის მკვეთრი შემცირების მომხრეა - ტრამპის მიერ შემოღებული ტარიფები მეტალურგიული პროდუქციის იმპორტზე, მათ შორის ევროპიდან, დღესაც მოქმედებს.

 

რას მოიმოქმედებს ბაიდენი? დაასრულებს ის პროტექციონიზმს, თუ ტრამპის მიდგომას გააგრძელებს?

 

როგორც ჩანს, ევროპა აქაც შვებით ამოისუნთქავს - ბაიდენის მრჩეველმა სავაჭრო საკითხებში განაცხადა, რომ პრეზიდენტს სურს ტრამპის მიერ დაწყებული ეკონომიკური დავების შეწყვეტა. მისი თქმით, მომავალი პრეზიდენტი ევროკავშირთან ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკურის, გააქტიურებას აპირებს.

 

ბრიუსელი ასევე იმედოვნებს, რომ ბაიდენი ბრიტანეთზე ევროკავშირთან დასკვნით შეთანხმებასთან დაკავშირებით ზეწოლას გაზრდის - აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი წარმოშობით ირლანდიელია და ის უარყოფითად უყურებს ბრექსიტს - მათ შორის ირლანდიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

 

nzz.ch

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up