ბაიდენმა ფატუ ბენსუდასთვის და ICC-ის სხვა თანამშრომლებისთვის დაწესებული სანქციები მოხსნა

ბაიდენმა ფატუ ბენსუდასთვის და ICC-ის სხვა თანამშრომლებისთვის დაწესებული სანქციები მოხსნა

access_time2021-04-04 12:00:23

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) თანამშრომლებისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები და სავიზო შეზღუდვები გააუქმა. შედეგად სანქციები მოეხსნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას და იურისდიქციის, კომპლემენტარულობის და თანამშრომლობის განყოფილების უფროსს ფაკისო მოჩოჩოკოს. სანქციები ასევე მოეხსნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ავღანეთში ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებაში არიან ჩართული.

"ეს გადაწყვეტილებები ასახავს ჩვენს შეფასებას, რომ მიღებული ზომები იყო შეუსაბამო და არაეფექტიანი" – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

"ჩვენ კვლავ მტკიცედ არ ვეთანხმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქმედებებს ავღანეთთან და პალესტინასთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავ ვეწინააღმდეგებით სასამართლოს მცდელობებს თავისი იურისდიქცია გაავრცელოს არა-წევრი სახელმწიფოების, აშშ-ს და ისრაელი, წარმომადგენლებზე. თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ამ საქმეებთან დაკავშირებული ჩვენი ინტერესები უკეთ იქნება განხილული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროცესში არსებული ყველა მხარის ჩართულობით და არა სანქციების დაწესებით" – ამბობს ბლინკენი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ძალების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს იძიებს. გასული წლის სექტემბერში მას აშშ-მ სანქციები დაუწესა. ბენსუდა იძიებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებსაც. 2021 წლის იანვარში აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბენსუდა კორუფციაში დაადანაშაულა. 2019 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფატუ ბენსუდას ქვეყანაში შესასვლელი ვიზაც გაუუქმა.

2019 წლის სექტემბერში პროკურორს სანქციები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ივნისში გაცემული ნებართვის საფუძველზე დაუწესდა. ტრამპის გადაწყვეტილებით, ფატუ ბენსუდას გარდა, ეკონომიკური და სამოგზაურო სანქციები დაუწესდათ სისხლის სამართლის საეთაშორისო სასამართლოს ყველა იმ თანამშრომელსაც, რომლებიც ავღანეთში ჩადენილი ომის დანშაულებათა გამოძიებაში არიან ჩართულები. სანქციები მოიცავს აშშ-ში ანგარიშების გაყინვას მათთვის, ვინც გამოძიებაში მონაწილეობს.


ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სასამართლო აშშ-ს სუვერენიტეტს არღვევს. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთი ცდილობს გამოძიებით მანიპულირებას.

2020 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ავღანეთის კონფლიქტში ომის დანაშაულებათა თაობაზე გამოძიების დაწყების შესახებ. სასამართლომ შეცვალა წინა გადაწყვეტილება, რომლითაც მეორე პალატამ უარი თქვა ავღანეთში კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებათა გამოძიების დაწყებაზე. მაშინ მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ავღანეთში არსებული სიტუაციის გამოძიება სამართლის ინტერესებს არ ემსახურება.

აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმომწერი არ არის და არ აღიარებს მის უფლებამოსილებას ამერიკის მოქალაქეებზე. ავღანეთი სასამართლოს წევრია.

2003 წლის პირველი მაისის შემდეგ ავღანეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამოძიების დაწყება პროკურორმა 2017 წლის 20 ნოემბერს მოითხოვა. გამოძიება ასევე შეისწავლიდა 2002 წლის პირველი ივლისიდან მომხდარ დანაშაულებს.

Tabula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up