ბაიდენის რეიტინგი დაეცა – რა სარგებელს უმიზნებენ ავღანეთში რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი

ბაიდენის რეიტინგი დაეცა – რა სარგებელს უმიზნებენ ავღანეთში რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი

access_time2021-08-18 15:00:13

ვიდრე აშშ–ში პრეზიდენტ ბაიდენის რეიტინგს ითვლიან, რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი თალიბანთან ბიზნესის დალაგების საკითხებზე აქტიურად მუშაობენ. სამივე ქვეყანას ავღანეთში განსხვავებული ინტერესები აქვს.


მაშ ასე, Reuters / Ipsos–ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ვაშინგტონის მიერ მხარდაჭერილი ავღანეთის ხელისუფლების დამხობისა და ქაბულის დაცემის შემდეგ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმდე დაეცა – მის მმართველობას ამერიკელთა მხოლოდ 46% აფასებს დადებითად.


ავღანეთს რაც შეეხება, ქაბულის ახალი ხელისუფლების შემოსავლების წყარო რომ მხოლოდ ოპიუმი არ იქნება, ეს უკვე ცხადია. თალიბანი მდიდარი წიაღისეულისა და ქვეყნის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის მონეტიზაციასაც გეგმავს.


ავღანეთის ტერიტორია მდიდარია ისეთი წიაღისეულებით, როგორიცაა რკინა, სპილენძი, ოქრო და შესაძლოა ნავთობითაც კი. მთავარი მაინც ლითიუმია, რომლის მარაგებითაც, შესაძლოა, მსოფლიოში უმსხვილეს მიმწოდებელს ბოლივიას გაუტოლდეს. ეს ნივთიერება სმარტფონებისა და ელექტრომობილების ბატარეების წარმოებაში გამოიყენება.


გერმანიის ტელევიზიის ARD Tagesthemen პირველი არხის საინფორმაციო–ანალიტიკური გადაცემის მონაცემებით, ავღანეთის წიაღისეულის ჯამური სავარაუდო ღირებულება 1–3 ტრილიონ დოლარს შეადგენს. და ეს მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის 30%–ზეა საუბარი, რომლის გამოკვლევაც აშშ–ის გეოლოგიურმა სამსახურმა ჩაატარა.


ასე რომ დღეს, ვიდრე აშშ და დასავლეთის ქვეყნები ავღანეთიდან დიპლომატიური მისიებისა და მოქალაქეების ევაკუაციით არიან დაკავებული, რუსეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ირანი და თურქეთი არც კი აპირებენ ქვეყნის დატოვებას. პირიქით, მათი მიზანია თალიბებისგან ხელსაყრელი დაკვეთები მიიღონ და იქნებ სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ექსპლუატაციასაც გამოჰკრან ხელი.


ჩინეთი ავღანეთის სპილენძს აკონტროლებს


უკვე დიდი ხანია, ჩინეთი ავღანეთში საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს ატარებს. ქაბულის ახალი ხელისუფლების პირობებში პეკინი ავღანურ რესურსებზე პოზიციებს გაიმყარებს, ვარაუდობს გამოცემა Tagesthemen. ორმა ჩინურმა სახელმწიფო მეტალურგიულმა კომპანიამ ჯერ კიდევ 2008 წელს გაიმარჯვეს სპილენძის ხელუხლებელი უზარმაზარი საბადოს დამუშავების ტენდერში. ეს არის მეს აინაკი, რომელიც ქაბულიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით 40 კილომეტრში მდებარეობს.



თუმცა, მოპოვებითი სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა, ჩინური მხარე უსაფრთხოების საკითხებს იმიზეზებდა. სინამდვილეში, ჩინეთი რაფინირებული სპილენძის მსოფლიო წარმოების მესამედს ფლობს და ხელოვნურად აფერხებდა ახალ საბადოზე მოპოვებას, რათა არ გაზრდილიყო ბაზარზე ამ ფერადი ლითონის მიწოდება და, შესაბამისად, ფასები არ დავარდნილიყო.


ჩინეთის „აბრეშუმის გზა“, თუ თურქეთის „ნეფრიტის გზა“


ჩინეთი მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულით არ ინტერესდება და მისი მიზანია ავღანეთის, პაკისტანისა და ირანის ინტეგრაცია ეკონომიკური ექსპანსიის ფართომასშტაბიან პროექტში „ერთი სარტყელი – ერთი გზა“. ქაბულის წინა ხელისუფლებამ ამ პროექტში ჩართვაზე უარი თქვა.


თავის მხრივ, თურქეთი ავღანეთის ტერიტორიის გავლით უძველესი სატრანზიტო „ნეფრიტის გზის“ აღორძინებით არის დაინტერესებული. თანამედროვე გაგებით ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 2017–18 წლებში შემუშავდა და დამტკიცდა, მიზნად ისახავს სთურქეთისა და ავღანეთის საქართველოს, აზერბაიჯანის, კასპიის ზღვისა და თურქმენეთის გავლით დაკავშირებას. ხოლო ავღანეთიდან ეს გზა სამხრეთ და ცენტრალური აზიის მიმართულებებით გაიყოფა.


სპეციალისტები ამბობენ, რომ თურქეთისთვის, რომელსაც რეგიონული სავაჭრო ჰაბის ამბიცია აქვს, ეს პროექტი უკიდურესად მნიშვნელოვანია. თურქეთის მძლავრი სამშენებლო ინდუსტრია ავღანეთში უკვე დამკვიდრებულია. ავღანეთში ხელისუფლების შეცვლამდე 76 თურქული კომპანია ფუნქციონირებდა, რომელთა 90% სწორედ მშენებლობით იყო დაკავებული.

 


რა აინტერესებს რუსეთს?


ჩინეთისა და თურქეთის ფონზე რუსეთის ეკონომიკური როლი ავღანეთის ბაზარზე საკმაოდ მოკრძალებულია. თუმცა კრემლი აქტიურად ცდილობს თალიბანთან ურთიერთობების დალაგებას. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ეს ორგანიზაცია აკრძალულია. თუ ურთიერთობების დალაგება მოხერხდა, არ არის გამორიცხული, რომ რუსულმა ენერგოკომპანიებმა ავღანეთში ნავთობისა და გაზის მოპოვების ინტერესი გამოთქვან. ხოლო რუსული ატომური მრეწველობა შეიძლება ავღანეთში არსებული ურანის საბადოებით დაინტერესდეს.


არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტიც, რომელიც საკმაოდ საინტერესოა რუსეთისთვის – ეს არის გაზსადენი TAPI (თურქმენეთი–ავღანეთი–პაკისტანი–ინდოეთი), რომლის წლიური გამტარუნარიანობა 33 მლრდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. ამ პროექტის რეალიზებით თავად თალიბებიც დაინტერესებული არიან და ამის შესახებ მათმა წარმომადგენელმა ოფიციალურადაც განაცხადა.


ასე რომ, თალიბები ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გააქტიურდნენ ამ გაზსადენის მშენებლობით, რაც მანამდე, 2021 წლის თებერვლის დასაწყისში თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ შეხვედრაზეც განიხილეს.


იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის გაზის ტრანსპორტირების სისტემა საბჭოთა პერიოდიდან მიერთებულია თურქმენეთის სისტემაზე, ამ მილსადენის მშენებლობით „გაზპრომი“ პაკისტანის უზარმაზარ და ინდოეთის გიგანტურ ბაზარზე გასვლასაც შეძლებს.



ავღანეთის ეკონომიკის ლოკომოტივად მაინც ოპიუმი დარჩება


ყოველივე ზემოხსენებული მომავლის საკითხია. მსოფლიოში ხორბლის ფასის რეკორდული ზრდის მიუხედავად, ავღანელი ფერმერები მაინც ყაყაჩოს მოყვანას აგრძელებენ.


გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის საკითხთა სამმართველოს მონაცემებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ავღანეთში ოპიუმის წარმოება რეკორდულ მაჩვენებელზეა, რასაც ხელი ვერც პანდემიამ შეუშალა. ყაყაჩოს წარმოება ქვეყნის მშპ–ის 7%–ს შეადგენს, წერს ბრიტანული სააგენტო Reuters, რაც ნარკობიზნესს ავღანეთის ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად აქცევს. თალიბებს საერთოდ არ სურთ ამ ბიზნესის რაიმე ფორმით შეზღუდვა.



თეგები:
ავღანეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up