ბაიდენის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ბაიდენის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

access_time2021-03-03 20:15:55


        აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა რუსეთს ალექსეი ნავალნის მოწამლვის და დაპატიმრების გამო სანქციები დაუწესა.
გადაწყვეტილების საფუძველი ამერიკის დაზვერვის სამსახურების დასკვნა გახდა, რომლის თანახმადაც მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურებმა ნავალნის წინაამღდეგ უკვე საყოველთაოდ ცნობილი მომწამლველი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს.



პირველ რიგში პერსონალური სანქციები 7 რუსი მაღალჩინოსნის - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის სერგეი კირიენკოს, დაზვერვის ფედერალური სამსახურის უფროსის ალექსანდრ ბორტნიკოვის, სასჯელაღსრულების სამსახურის უფროსის ალექსანდრ კალაშნიკოვის, გენერალური პროკურორის იროგ კრასნოვის, თავდაცვის მინისტრის მოადგილეების ალექსეი კრივორუჩკოს და პაველ პოპოვის, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ანდრეი იარინის წინაამღდეგ ამოქმედდა.
მათ შტატებში შემოსვა აეკრძალათ, და მათ ანგარიშები ამერიკის ბანკებში დაიბლოკება (თუ მათ ეს ანგარიშები აქვთ).
ეს მაღალჩინოსნენი ასევე ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვდნენ. თუმცა, არის პუტინის გარემოცვის 3 წევრი, რომელიც ევროკავშირის სიაში მოხვდა, ამერიკულს კი - გადაურჩა - საგამომძიებლო კომიტეტის უფროსი სერგეი ბასტრიკინი, რუსეთის ეროვნულ გვარდიის სარდალი ვიქტორ ზოლოტოვი, და პრეზიდენტის წარმომადგენელი ციმბირის ფედერალურ ოლქში სერგეი მენიაილო,
მაღალჩინოსნებს გარდა, სანქციები თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული რამდენიმე კვლევით ინსტიტუტსაც დაეკისრა - სავარაუდოდ, „ ნოვიჩოკის“ შექმნის გამო.



აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს ხაზით, აკრძალვები 14 სტრუქტურას შეეხება, რომელთა საქმიანობა „აშშ-ს საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება“ - მათ შორის 3 გერმანული და 1 შვეიცარიული კომპანია, რომელიც ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის შექმნაში მონაწილეობას იღებდა.
სანქციების ქვეშ რამდენიმე რუსული ქიმიური კომპანიაც მოხვდა, რომელსაც ამერიკული პროდუქციის იმპორტი აეკრძალათ.



ეს ქიმიური იარაღის გამოყენების გამო რუსეთის წინაამღდეგ სანქციების დაკისრების მეორე შემთხვევაა - პირველი ინგლისში სკრიპალების მოწამლვას შეეხებოდა.




ამჟამად გამოცხადებული რამდენიმე ზომა წინა წლებში შემოღებულ სანქციებს იმეორებს, მათ შორის ნაწილი სიმბოლური ხასიათისაა - მაგალითად, რუსეთში ამერიკული შეიარაღების ექსპორტის აკრძალვა. როგორც ცნობილია, რუსეთი ამერიკულ იარაღს არ ყიდულობს, და არასდროს არ ყიდულობდა.



ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული სანქციები 12 თვის მანძილზე იმოქმედებს, მათი მოხსნა რამდენიმე პირობაზეა დამოკიდებული - მათ შორისაა ალექსეი ნავალნის განთავისუფლება და რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოუყენებლობის გარანტიების მიცემა.



კანონიო ქიმიურ იარაღზე კონტროლის თაობაზე სანქციების შემოღების მეორე ეტაპსაც ითვალისწინებს - მათ შორის ისეთი მკაცრი ზომებია, როგორც ვაჭრობის, ექსპორტ-იმპორტის შეზღუდვა, სახელმწიფო ავიაკომპანია „აეროფლოტისთვის“ ამერიკაში ფრენების აკრძალვა, და ა.შ.



თუმცა, ამ ეტაპზე მეორე რაუნდის შესაძლებლობა არ განიხილება - ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ ინფორმაციაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.


rbc


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 


თეგები:
ჯო ბაიდენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up