ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას

access_time2022-08-12 23:00:51

Reuters-ის სააგენტოს ცნობით, რამდენიმე წყაროს თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უნდა გამოაცხადოს თავისი კანდიდატურის ხელახლა წამოყენების შესახებ უფრო ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ, ნოემბრის რბოლამდე კონგრესში, რათა გააქარწყლოს სპეკულაციები დემოკრატების გეგმების შესახებ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის წინ.

 

ბაიდენი, რომელიც 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ 80 წლის გახდება, სულ უფრო მეტი შეკითხვის წინაშე დგას თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს ამტკიცებდა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატურის ხელახლა წამოყენებას.

 

ბაიდენი უკვე ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, ვინც ოვალური კაბინეტი დაიკავა. მან აჯობა რონალდ რეიგანს, რომელმაც ორი ვადა დაასრულა 77 წლის ასაკში.

 

შეძლებს თუ არა ის, ან ნებისმიერი სხვა, გაუძლოს აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის სიმკაცრეს და მართოს მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა ოთხმოცი წლის ასაკში, - მზარდი კამათის საკითხია.

 


მისი მთავარი პოტენციური ოპონენტი რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპი, ასევე 80 წლის იქნება 2024 წლის ბოლოს. ამ ადრეული ნაბიჯით, რესპუბლიკელ ოპონენტზე ადრე განაცხადის გაკეთებით, დაიწყება თითქმის ორწლიან რბოლა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

 

მათ, რომლებიც საპრეზიდენტო კამპანიის დაგეგმვაში მონაწილეობენ, სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ ადრეული განცხადება გონივრული ნაბიჯი იქნება ბაიდენისთვის, რითაც სიგნალს გაუგზავნის პოლიტიკურ დონორებს, პოლიტიკურ მეტოქეებს პარტიის შიგნით და გარეთ, ისევე როგორც, ფართო საზოგადოებას, რომ ბაიდენი „კოჭლი იხვი“ არ არის, და რომ დემოკრატები ერთიანები არიან და ზურგს უმაგრებენ მის დღის წესრიგს, მის პიროვნებასა და მის ლიდერობას.

 

"რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კამპანია შუალედური არჩევნების შემდეგ იწყება და პრეზიდენტმა ამავე დროის განმავლობაში უნდა გააკეთოს განცხადება, რომ დააკმაყოფილოს პარტიის შიგნით არსებული შეშფოთება", განაცხადა დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის წარმომადგენელმა. "არ არის დაგეგმილი თარიღები ან ვადები. როგორც პრეზიდენტმა უკვე განაცხადა ადრე, ის აპირებს არჩევნებში ხელახლა მონაწილეობას ", - თქვა ხსენებულმა წყარომ.

 

თეთრმა სახლმა და დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. საზაფხულო შვებულების შემდეგ, პრეზიდენტი სავარაუდოდ, პირადად დაიწყებს თავისი დღის წესრიგის ინტენსიურ გატარებას, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროიდან. ეს მოიცავს ვიზიტებს ბევრ შტატში, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მისი ხელახალი არჩევისთვის.



Radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up