ბაიდენი ტრამპს უსწრებს - აშშ-ში კვლევა ჩატარდა

ბაიდენი ტრამპს უსწრებს - აშშ-ში კვლევა ჩატარდა

access_time2019-11-08 22:15:35

„ახლახანს აშშ-ში ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდა, ექვს შტატში,სადაც ტრამპმა ჰილარი კლინტონს მოუგო, კითხვა ასე იყო დასმული, ხვალ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს ვინ მოიგებს ტრამპი თუ ბაიდენი, შედეგების მიხედვით, ბაიდენს საშუალოდ 4%-ით უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე 2016 წელს ჰილარი კლინტონს ჰქონდა."- ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, აშშ-ს შტატებში წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს.

 

მისი თქმით, 2016 წელს დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონს ისეთ შტატებში მოუგო, რომლებიც არჩევნებისთვის გადამწყვეტია.

 

„2016 წლის არჩევნების წინ, როდესაც აშშ-ში კვლევები ჩატარდა, შედეგებში ჰილარი კლინტონი იგებდა, მაგრამ არჩევნები ტრამპმა მოიგო, აშშ-ში განსხვავებული საარჩევნო სისტემაა და ამ სისტემით უნდა გაითვალისწინონ არა მხოლოდ საერთო ნაციონალური ხმების რაოდენობა, არამედ ცალკეულ შტატებში აღებული ხმების რაოდენობაც და მაშინ იყო ექვსი ასეთი შტატი, რომელმაც ტრამპის მოგების ბედი გადაწყვიტა.

 

„საერთო ნაციონალური ხმების მიხედვით, ჰილარი კლინტონს 2 მილიონით მეტი ხმა ჰქონდა, თუმცა აშშ-ს საარჩევნო სისტემით მაინც წააგო იმიტომ, რომ ტრამპმა ისეთ შტატებში მოიგო, რომელიც არჩევნების შედეგისთვის გადამწყვეტია.

 

„აშშ-ში ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდა, ექვს შტატში ექვს შტატში,სადაც ტრამპმა ჰილარი კლინტონს მოუგო კითხვა ასე იყო დასმული, ხვალ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს ვინ მოუგებს ტრამპი თუ ბაიდენი, შედეგებით ბაიდენს საშუალოდ 4%-ით უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე 2016 წელს ჰილარი კლინტონს ჰქონდა.

 

„ჩემი აზრით, ეს საკმარისია იმისათვის, რომ ბაიდენმა არჩევნები მოუგოს, თუკი ეს შედეგები სწორია, გამოდის, რომ ბაიდენი მისი ასაკისა და მის გარშემო აგორებული სკანდალებისა დღეს ტრამპტან მიმართებაში უკეთეს პოზიციაზეა, ვიდრე კლინტონი იყო."- აცხადებს იგი.

 

შეგახსენებთ, რომ კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს. ოპონენტები დონალდ ტრამპს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკიზე ზემოქმედებაში ადანაშაულებენ. აშშ-ის პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და იმპიჩმენტის პროცედურას „ალქაჯებზე ნადირობას" უწოდებს.

 

ტრამპი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა და თაღლითმა მედიამ დაიწყეს.


 

ლაგაზიძე ამბობს, რომ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი რეალურად ორ მოცემულობაზე დგას, მისი თქმით, ორივე საკითხი უკრაინასა და ჯო ბაიდენის ოჯახს ეხება.

 

„დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი, რეალურად უკრაინის პრეზიდენტისა და მის საუბრის გამოქვეყნებას უკავშირდება, რის მიხედვითაც დემოკრატები ვარაუდობენ, რომ ტრამპი ზელენსკიზე ზეწოლას ახდენდა, რათა პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ დაეწყო გამოძიება, თითქოსდა უკრაინაში არაკანონიერი ეკონომიკური და ფინანსური ოპერაციები განახორციელა.

 

"ამ საუბრის გასაჯაროვებას კონგრესში, ჯერ კომიტეტებში დახურული და შემდეგ უკვე ღია მოსმენები მოჰყვა, ღია მოსმენებს შედეგად მოხდა ის, რომ კონგრესში მოსმენებზე უკრაინაში ყოფილი და მოქმედი ელჩები გამოიძახეს, ასევე ევროკავშირში ყოფილი ელჩი და ა.შ, ანუ ის ადამიანები, რომლებიც რეალური ინფორმაციის მატარებლები იყვნენ.

 

„გარდა იმისა, რომ ტრამპი ზელენსკის ამერიკაში შეხვედრის პირობად, ჯო ბაიდენის შვილზე გამოძიების დაწყებას უყენებდა, აღმოჩნდა, რომ ასევე კიდევ კიდევ ერთ პირობა წაუყენა, როგორიცაა უკრაინის ჯარების 400 მილიონიანი დახმარება, ამ დახმარების გაცემაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, ტრამპა ეს შეაჩერა და როგორც კონკრესის მოსმენების ფარგლებში ირკვევა, ამ დახმარების განახლების პირობად, ზელენსკის კვლავ ბაიდენების ოჯახის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება წაუყენა.

 

„ამ ორ მოცემულობას ეფუძვნება დემოკრატების მხრიდან ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნა, ორივე უკრაინას და ბაიდენის ოჯახს უკავშირდება, რაც საპრზიდენტო არჩევნებზე მის ოპონენტს გაანეიტრალებდა, რის გამოც დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ამით პრეზიდენტმა კანონი და კონსტიტუცია დაარღვია, რომ თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილება კონკურენტის გასანეიტრალებლად იყენებს."-აცხადებს იგი.

 

მისივე შეფასებით, ტრამპი მისივე იმპიჩმენტის საკითხს, ჩვეული აგრესიით პასუხობს, და „თავდასხმის" რეჟიმში თავის დაცვას ცდილობს.

 

„საინტერესო ისაა, რომ თავად ტრამპის მიერ დანიშნული ელჩები და წარმომადგენლები, როდესაც კონგრესში მოსმენებზე მივიდნენ, აცხადებდნენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ფაქტიურად ადმინისტრაცია ორ პარალელურ რეჟიმში მუშაობსო, ერთი ნაწილი კარიერული დიპლომატებისგან (რომლის კარიერის დიდი ნაწილი დიპლომატიას უკავშირდება) და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებისგან შედგება, მეორე კი ერთგვარი პოლიტიკური ნიშნით შერჩეული პირებისგან, რომელთაგან ზოგი ტრამპის წინაასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, ზოგი კი სხავადასხვა საკითხებში მისი მრჩეველი იყო.

 

„როგორც ჩანს გადაწყვეტილებების მიღებაში მეორე ნაწილს ეყრდნობა, (რომლებსაც შესაძლოა არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდეთ), ვიდრე კარიერულ დიპლომატებს და უსაფრთხოების სამსახურების კარიერულ ტანამშრომლებს,

 

ისინი მოსმენებზე ამბობენ იმასაც რომ 400 მილიონიანი სამხედრო დახმარების შეცერება გაცილებით მეტი უკრაინელის სიკვდილს ნიშნავსო ვიდრე ამ სამხედრო დახმარების აღმოცენის პირობებში იქნებოდაო,

 

მიმდინარე პროცესს ტრამპი ტრადიციულად აგრესიულობით პასუხობს, ამბობს, რომ იმპიჩმენტისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს და „თავდასხმა საუკეთესო თავდაცვის" პრინციპით იგი აქეთ უტევს დემოკრატებს, რომ მისკენ მომავალი კითხვისნიშნები ტავიდან აირიდოს,

 

„რაც შეეხება იმას თუ იმპიჩმენტის პროცესი ბოლომდე მივა თუ არა, ამაზე პასუხი არავის არ აქვს თუმცა ფიქრობენ, რომ ტრამპის პრეზიდენტოპის პირობებში ამერიკის ეკონომიკა იმდენად აღორძინდა და მის ცაკლეულ დარგებში ზრდა იმდენად სწრაფია, ასევე დასაქმების მაჩვენებელიც იმდენად გაიზარდა, რომ იპიჩმენტის რეალურობაში ძალიან ბევრს ეჭვი ეპარება."-განაცხადა ლაგაზიძემ.

 

resonancedaily





„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა
access_time2020-02-28 15:50:16
მონაცემები მუდმივად ახლდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი, 28 თებერვლის მონაცემებით, გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 310 შემთხვევა ფიქსირდება, 2 858 გარდაცვალება. 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთის გარეთ კიდევ 47 ქვეყანაშია. სულ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 82 539 შემთხვევაა...


მსგავსი სიახლეები

up