ბაიდენი სამთავრობო ავტოპარკის სრულად ელექტრომობილებით ჩანაცვლებას გეგმავს

ბაიდენი სამთავრობო ავტოპარკის სრულად ელექტრომობილებით ჩანაცვლებას გეგმავს

access_time2021-01-28 19:00:33

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტისთვის ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება მის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პარიზის კლიმატის ხელშეკრულებაში დაბრუნების განაცხადის შემდეგ, მსოფლიომ კიდევ ერთი სიახლის შესახებ შეიტყო, რაც ფედერალურ ავტოპარკის სრულად ელექტრომობილით ჩანაცვლებას გულისხმობს. საუბარი 650 000 ავტომობილს ეხება.


პრეზიდენტის ინიციატივა ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევასაც ისახავს მიზნად. ელექტრომობილები ამერიკაში უნდა იყოს დამზადებული. თეთს სახლში ფიქრობენ, რომ წარმოების ზრდა ეკოლოგიურ გარემოსთან ერთად დასაქმების მაჩვენებელსაც გააუმჯობესებს.
სახელმწიფო ავტოპარკი სულ 650 000 შიდაწვისძრავიან მანქანას მოიცავს, მათგან 245 000 სამოქალაქო დანიშნულებისაა, 173 000 სამხედრო და 225 000 საფოსტო გადაზიდვებისთვის. 2019 წელს მათ ჯამში 7.242 მლრდ კმ გაიარეს.


ელექტრომობილი უკვე წლებია TESLA-სთან ასოცირდება, თუმცა ტენდერში მონაწილეობა FORD-ს, GM-სა და სხვა ავტომწარმოებლებსაც შეეძლებათ.


წინასწარი მონაცემებით 2020 წელს მსოფლიო მასშტაბით რეკორდული რაოდენობის 3.2 მლნ ელექტომობილი გაიყიდა. რაც საერთო გაყიდვების 4.2%-ა. 2014 წელს ის 0.4%-ს შეადგენდა, 2016 წელს - 0.9%, 2018 წელს კი 2.2%. ყოველი 13 ელექტრომობილიდან 2 ტესლას ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ ტესლას წლიური წარმადობა ტოიოტას მაჩვენებელს 20-ჯერ ჩამორჩება ტესლას კაპიტალიზაცია $840 მლრდ-ს შეადგენს, ხოლო ტოიოტასი - 3.65-ჯერ ნაკლებს - $230 მლრდ-ს. პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ტიტულსაც ილონ მასკი ჯეფ ბეზოსთან ერთად იყოფს.



ელექტრომობილების წილი საერთო ავტოპარკში ჯერ კიდევ 1%-ზე ნაკლებია. მათი ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა, ერთ დამუხტვაზე გასავლელი მანძილიც გასამმაგდა, თუმცა დამუხტვის დრო კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სწრაფდამტენიც კი, რომლის ხშირი გამოყენებაც არარეკომენდირებულია მის სრულ დამუხტვას 30 წუთს ანდომებს, ჩვეულებრივი დამტენი 8 საათს ან მეტს.


განვითარებულ სახელმწიფოთა უმრავლესობა უახლოეს 10-20 წელიწადში სრულად აპირებს ელექტრომობილებზე, ან რომელიმე სხვა ეკოლოგიური საწვავის მქონე, უპირველესად წყალბადის, ავტომობილებზე გადასვლას. გეგმა ორეტაპიანია 2030 წლისთვის ევროპის ბევრი ქვეყანა შიდაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოებისა და იმპორტის აკრძალვას გეგმავს, 2040 წლიდან მათ ქუჩებში გადაადგილებას. მიზანთან ყველაზე ახლოს ნორვეგიაა. 2020 წელს იმპორტირებული ავტომობილების 54.3% ელექტრომობილი იყო.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up