ბაიდენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-სადმი მკაცრი მიდგომის მომხრეა

ბაიდენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-სადმი მკაცრი მიდგომის მომხრეა

access_time2021-01-11 20:00:40

2019 წლის შომაბდე რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპმა კანონს ევროპაში ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის შესახებ ხელი მოაწერა.


სხვა პუნქტებთან ერთად, ამ დოკუმენტმა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ -ს პროექტს სანქციები დაუწესა. მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია იმაზე, ის, ვინც ითანამშრომლებს ამ პროექტთან, ვერასდროს მიიღებს კონტრაქტს ვერც ერთ კომპანიასთან, რომელსაც აშშ-სთან თუნდაც მინიმალური კავშირი აქვს.


იმ დროისთვის მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო და რუსული მხარე ახალი მარშრუტით ევროპაში გაზის გაშვებას უკვე 2020 წლის სექტემბერში გეგმავდა.


თუმცა, სამუშაოები სანქციების დაწესების დღესვე შეწყდა. პირველ რიგში პროექტიდან დიდ სიღრმეზე მილების მონტაჟში მსოფლიო ლიდერი, შვეიცარიული კომპანია Allseas გავიდა.


მთლიანობაში სანქციები 120 კომპანიას შეეხო, დარტყმის ქვეშ კი 12 მლრდ. დოლარის ინვესტიციები აღმოჩნდა.


2020 წლის ნოემბერში სანქციები „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინაამღდეგ კიდევ უფრო გამკაცრდა და გაზსადენის დაფინანსებას, დაზღვევას და სერტიფიცირებას შეეხო.


20 იანვარს შტატებში საქმიანობას ახალი პრეზიდენტი შეუდგება. ამ დროისთვის არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჯო ბაიდენი ამერიკის დამოკიდებულებას „ჩრდილოეთ ნაკადისადმი“ შეცვლის. პირიქით, მიდგომა კიდევ უფრო გამკაცრდება, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია.



ჯერ კიდევ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტობის დროს, ის ევროპას აფრთხილებდა, რომ ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის გაყვანის შემთხვევაში, კონტინენტის დამოკიდებულება რუსულ გაზზე კიდევ უფრო გაიზრდება.


მისი თქმით, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მეშვეობით რუსეთი უკრაინას, როგორც ტრანზიტორ ქვეყანას მკაცრად დასჯის და საბიუჯეტო შემოსავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წაართმევს.


„საუკეთესო ალტერნატივა ამერიკული თხევადი გაზის მიღებაა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევ 2016 წელს.


სადღეისოდ, რუსული პროექტის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერია გერმანია. თუმცა, ევროკავშირში ამ საკითხში განსხვავებული აზრიც არსებობს, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და ხორვატია გამოდიან.


სანქციები 2020 წლის ნოემბერში ტრამპის ადმინისტრაციამ გაამკაცრა, მაგრამ ამ კანონს უკვე ბაიდენი გამოიყენებს და მას ამერიკას და რუსეთს შორის ურთიერთობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.


არჩევნების დასრულების შემდეგ ბაიდენის გარდამავალმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტი „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას კვლავაც გააგრძელებს“ და „ჩრდილოეთ ნაკად-2“-ს პრინციპში ცუდ იდეად მიიჩნევს“.


ეს იგივეა, რასაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის დროს ამბობდა.


აშშ-ს სახელმწიფო მდივნის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში ბენჯამინ სმიტმა განაცხადა, რომ რუსეთი „ჩრდილოეთ ნაკად-2“-ს ისევე იყენებს, როგორც ჩინეთი - „ახალ აბრეშუმის გზას“.


„ორივე შემთხვევაში ეს გავლენის ზრდაა. თუ„ჩრდილოეთ ნაკადი-2“ ამუშავდება ეს უკრაინის და ევროკავშირის უსაფრთხოებას დარტყმის ქვეშ დააყენებს“ - მიიჩნევს ის.


სმიტის აზრით, ეჭვგარეშეა, რომ ჯო ბაიდენი რუსული პროექტის შეჩერებას ყველანაირად შეეცდება.


„ეს მხოლოდ დონალდ ტრამპის პრიორიტეტი არ ყოფილა. „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს შეჩერების სტრატეგიის საფუძველია აშშ-ს და მისი უახლოესი მოკავშირეების ეროვნული უსაფრთხოება“, - თვლის ექსპერტი.


Svenska dagbladet

თენგიზ აბლოთია


თეგები:
ბაიდენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up