„ბაიას ღვინო“ წარმოებას აფართოებს და ახალი სახეობების ღვინოების დამატებას გეგმავს

„ბაიას ღვინო“ წარმოებას აფართოებს და ახალი სახეობების ღვინოების დამატებას გეგმავს

access_time2020-12-18 14:00:59

„ბაიას ღვინო“, რომელიც ბაღდათში, სოფელ ობჩაში იწარმოება, ადგილობრივ ბაზარზე, რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში იყიდება. შეზღუდვებიდან გამომდინარე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა ონალინ გაყიდვებით, ქართველი მომხმარებლების მხრიდან აქტივობა ბევრად გაიზარდა.


„ბაიას ღვინის“ დამფუძნებელი ბაია აბულაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ „ბაიას ღვინო“ წარმოებას აფართოებს და მალე ახალი იმერული ჯიშებით, ახალი სახეობების ღვინის წარმოება დაიწყება.


„წარმოების მხრივ, ძალიან საინტერესო წელი გვქონდა. ბევრ გამოცდილებას ვიღებთ და უფრო საინტერესო ღვინოებს ვაწარმოებთ, წელს ჩვენი ყურძნის ხარისხი ძალიან გაიზარდა და მეტი დრო დავუთმეთ ვენახში მუშაობას. ამასთან, ტრადიციული იმერული წესებით დავაყენეთ ღვინოები და ახლა დაღვინების პროცესს გადის. ჩვენ ტურისტული ობიექტი გვქონდა, სადაც ბევრი უცხოელი და ქართველი გვსტუმრობდა, მაგრამ ეს საქმიანობა შევაჩერეთ უსაფრთხოების მიზნით.  მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლიდან ბევრი ვიზიტორი გვეყოლება. გაყიდვების კუთხით ონალინ პლატფორმები დაგვეხმარა - ქართველმა მომხმარებელმა ქართული ღვინის შეძენა აქტიურად დაიწყო. უფრო და უფრო იზრდება მომხმარებელში ქართული ღვინის კულტურა.



ასევე, ბევრი სიახლე გვაქვს, ახალი ნაკვეთები შევიძინეთ და მალე საინტერესო იმერულ ჯიშებს გავაშენებთ, ეს იქნება სოფელ ობჩაში. დიდი სურვილი გვაქვს რომ ღვინის საერთაშორისო გამოფენებში მივიღოთ მონაწილეობა, ასევე გვინდა, რომ ჩვენს პარტნიორებს შევუწყოთ ხელი, რომ ხარისხიანი პროდუქცია გავატანოთ უცხოეთის ბაზარზე,“ - ამბობს მეღვინე.


კომპანია ამ ეტაპზე, წლიურად 9000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლებიც გარდა ადგილობრივი ბაზრისა, ექსპორტზეც ხვდება ამერიკასა და ევროპაში.  ჯამში დაახლოებით 10 ქვეყანაში გადის.


კომპანიის დასაარსებლად დაახლოებით 10 000 ლარიანი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 5000 ლარს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებას მოიცავდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up