ბაგრატ მეზურნიშვილის საავტორო ყველი ,,ჭყვიტი“ საცალო ქსელში შედის

ბაგრატ მეზურნიშვილის საავტორო ყველი ,,ჭყვიტი“ საცალო ქსელში შედის

access_time2019-02-10 12:00:15

ბაგრატ მეზურნიშვილის საავტორო ყველი ,,ჭყვიტი“ მომავალი კვირიდან საცალო ქსელში შევა. როგორც მეწარმემ Bm.ge-ს განუცხადა, ამ კვირაში მის საწარმოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ,,აღიარების კოდი“ მიანიჭა, რაც მას საკუთარი ნაწარმის დისტრიბუციის უფლებას აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ბაგრატ მეზურნიშვილი ,,ჭყვიტის“ ბრენდის ქვეშ 27 სახეობის ყველს ამზადებს, რომელის რეცეპტურაც თავად შეიმუშავა. ეს არის დაობებული ყველი სხვადასხვა გემოებითა და არომატებით. 

,,აქამდე მქონდა დროებითი კოდი, გავიარე არაერთი შემოწმება და ამიერიდან უფლება მაქვს ჩემი ყველი მაღაზიებში გავყიდო. პროდუქციას ძირითადად ტურისტულ ობიექტებში შევიტან, ღვინის მაღაზიებსა და ბარებში, კაფეებში, თბილისში მდებარე ყველის სახლებში. ხელშეკრულებას ვაფორმებ სადისტრიბუციო კომპანიასთან, რომელიც ჩემი ნაწარმის რეალიზაციას განახორციელებს“ - განაცხადა მეზურნიშვილმა. 

მეწარმე ჭყვიტის დასახელებით ყველს რამდენიმე წელია აწარმოებს, თუმცა მას აქამდე ძირითადად საკუთარ მაღაზიაში, ფესტივალებზე და პირადი კონტაქტებით ყიდდა, ამიერიდან კი რეალიზაციის უფლება ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტში ექნება. 

მცირე საწარმო დღეში საშუალოდ 10 კილოგრამ ყველს ამზადებდა, თუმცა ამიერიდან წარმოებას გააორმაგებს და თვეში 600 კილოგრამს დაამზადებს. 

,, ეს საკმაოდ რთული ტექნოლოგიური პროცესია, მის დაძველებას ოთხიდან ექვს თვემდე პერიოდი სჭირდება, ამიტომ დიდი მოცულობებზე ისედაც ვერ გავალ. ერთი სახეობის პროდუქტი მეორესგან გემოთი, შემადგენლობით, ფორმით, ვიზუალით განსხვავდება. პროდუქტი შეზავებულია ღვინით, კაკაოთი, ნივრით, ზაფრანით და სხვა ინგრედიენტებით. ვამზადებ ასევე მძაფრი გემოების ყველს, რომელიც ცნობილია როგორც ,,სტინკი“, ანუ დამპალი-აყროლებული ყველის სახელწოდებით. მისი მომხმარბლები ძირითადად ევროპელები არიან, როდესაც ფრანგი, იტალიელი და გერმანელი ტურისტები მოდიან, ეგრევე ამ სახეობას კითხულობენ; ევროპაში ამ ტიპის ყველის ფასი 300 ევროდან იწყება" - განაცხადა მეზურნიშვილმა. 

სამომავლოდ მეწარმე ,,ჭყვიტის“ ექსპორტზე გატანასაც გეგმავს, რადგან საქართველოში მისი პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები უცხოელი ტურისტები არიან. 

,,ჭყვიტის“ სადისტრიბუციო ფასი 100-დან 120 ლარამდეა.


თეგები:
ყველი



ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს

ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს
access_time2019-11-17 10:00:29
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:"-მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს: მოგმართავთ თქვენ, როგორც ექიმი ექიმებს - ჩვენ გვაერთიანებს მინიმუმ ჰიპოკრატეს ფიცი , რომლითაც პაციენტის მკურნალობა არის უზენაესი დანიშნულება ექიმის და არ ცნობს არანაირ ბარიერებს ნებისმიერი სახის დაპირისპირების ან ომის პირობებშიც კი. უამრავი. ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელი,...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...


მსგავსი სიახლეები

up