„კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საყოფაცხოვრებო მოვლის, სარეცხი და საწმენდი საშუალებების კომპანია „ბაგი“ რომელიც საქართველოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს ბაზარს ტოვებს. „კომერსანტი“ დაინტერესდა შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს კომპანიის მხრიდან ქართული ბაზრის დატოვების შესახებ. როგორც ირკვევა, კომპანია „ბაგი“ პანდემიის შემდეგ ორმაგი დატვირთვით განაგრძობს მუშაობს და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „ბაგის“ მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, რომ ბაზრის დატოვების შესახებ ინფორმაცია კონკურენტებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს.
„ბაზრიდან გასვლას არ ვაპირებთ, უბრალოდ იგეგმება ადმინისტრაციული რებრენდინგი. არ იგეგმება არც ლოგოს და არც სახელის შეცვლა, მხოლოდ შიდა ადმინისტრაციული ცვლილებები მოხდება. კონკურენტებს აწყობდათ ჩვენი ბაზრიდან გასვლა და გამოიყენეს სათავისოდ. პანდემიით გამოწვეული ხარვეზების გამო პროდუქციამ დაიგვიანა და შევფერხდით. ახლა კი განვაახლეთ მუშაობა და დავიწყეთ პროდუქციით ობიექტების მომარაგება. ამ ორი თვის განმავლობაში მოთხოვნა ძალიან გაზრილი იყო, სამწუხაროდ, მოთხოვნის დაკმაყოფილებას პროდუქციის დაგვიანების გამო ვერ ხერხდებოდა,“-აცხადებენ „ბაგიში“.
კომპანიაში საბაზრო ფასის ცვლილებასაც აანონსებენ, მათი განცხადებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და ლარის კურსის გაუფასურების გამო პროდუქცია გაძვირდება.
ნათია ლომიძე