Bagana-მ 50,000 ლარის ინვესტიცია კომპანიის 30%-ის სანაცვლოდ მიიღო

Bagana-მ 50,000 ლარის ინვესტიცია კომპანიის 30%-ის სანაცვლოდ მიიღო

access_time2021-11-20 12:30:06

Bagana პირველი ქართული სლინგია, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა. სლინგი, ანუ ე.წ “კენგურუ” მშობლებისთვის იდეალური საშუალებაა რათა ბავშვთან ერთად ნებისმიერ ადგილას კომფორტულად გადაადგილდეს. კომპანიას Facebook-ზე 43,000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს და როგორც Bagana-ს თანადამფუძნებელი, თინათინ გახოკიძე გვიყვება, თითოეული მათგანი მისი მომხმარებელი ან გულშემატკივარია. ქართული სლინგის უპირატესობა დამზადების ტექნოლოგია და ფასია. როგორც თინათინი გვიყვება, საქართველოში მსგავსი ხარისხის სლინგი ფაქტობრივად, არ მზადდება. უცხოეთიდან გამოწერა კი ორმაგ ხარჯთანაა დაკავშირებული, რომ არაფერი ვთქვათ დროის ფაქტორზე.

პროდუქტი Shark Tank-ამდე უკვე წარმატებული იყო და მისი მიღება ნებისმიერ მომხმარებელს ახლაც შეუძლია მიტანის სერვისის დახმარებით, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა. დამფუძნებლებს წარმოების გაზრდა და სამკერვალოს გახსნა სურდათ, შოუში მონაწილეობაც ამიტომ გადაწყვიტეს.

„ჩვენ ძალიან კონკრეტული და გაწერილი გეგმებით მივედით შოუში. გვჭირდებოდა 50 000 ლარი, რომელსაც 30%-იანი წილის სანაცვლოდ ვთმობდით. ბევრი საუბრის და მსჯელობის შემდეგ სასურველ შედეგს მივაღწიეთ და ჩვენი ინვესტორები მენი ბენეში და ქეთი ქვარცხავა გახდნენ. ბევრმა შეიძლება გვკითხოს, თუ რატომ არ ავიღეთ სესხი და რატომ გვინდოდა პროექტში მონაწილეობა. ჩვენთვის მენტორობის კომპონენტი ყველაზე გადამწყვეტი იყო. როგორც კი გადაცემის შემდეგ შევხვდით და გეგმებზე ვისაუბრეთ, Shark-ებმა საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს და ისეთი დეტალები დაგვანახეს, რომელსაც ვერ ვამჩნევდით. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანიც“ – ამბობს თინათინი

როგორც ჩანს, ინვესტორების გამოცდილებამ გუნდის წევრებს უკეთესი პერსპექტივა დაანახა და ახლა სამკერვალოს ნაცვლად საკუთარი პროდუქტის სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში განთავსება სურთ, რესურსის მეორე ნაწილი კი მარკეტინგულ კამპანიაში დაიხარჯება, რათა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს Bagana-ს შესახებ.

როგორც თინათინი გვიყვება, Bagana-ს ისტორია თავიდანვე გრანტის დახმარებით დაიწყო. ერთ-ერთმა ბელგიურმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა მათი დაფინანსება და გარდა ფინანსური რესურსისა, მათი წვლილი  პროდუქტის განვითარებაშიც საკმაოდ დიდია. ორგანიზაციის დახმარებით Bagana-ს დამფუძნებლები არაერთ სპეციალისტს და ექიმს შეხვდნენ, რომლებმაც თითოეული დეტალის დახვეწაში მიიღეს მონაწილეობა.


„ბავშვისთვის ჯანმრთელობა და კომფორტი თანაბრად მნიშვნელოვანია. Bagana-ში ყოფნის დროს მისთვის თითოეული მილიმეტრი განსაზღვრულია, რაც ბავშვის სწორ განვითარებას უწყობს ხელს“ – ამბობს თინათინი.

როგორც Bagana-ს დამფუძნებლები გვიყვებიან, მისი წარმოების ფასი საექსპორტო ბაზრებისთვისაც კონკურენტუნარიანია  და მომავალში ამ მიმართულებითაც აპირებენ განვითარებას და აქტიურობას.

საინტერესოა, რომ მსგავსი პროდუქტები ამერიკულ Shark Tank-შიც მრავლად იყო, რომლებმაც ინვესტორების დახმარებით გასაოცარ შედეგებს მიაღწიეს. მაგალითად, The Comfy, რომელიც თბილი და კომფორტული მოსაცმელია 2017 წლის შემდეგ მთელს მსოფლიოში წარმატებით იყიდება. ინვესტორმა, Barbara Corcoran-მა კომპანიის 30%-იანი წილი მხოლოდ $50 000-ად იყიდა, კომპანიამ კი საბოლოო ჯამში $150 მილიონი გამოიმუშავა.


წყარო: forbes.ge


თეგები:
Bagana კენგურუ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up