BAG: „წიაღით სარგებლობის მარეგულირებელი ნორმები სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას უნდა ემსახურებოდეს“

BAG: „წიაღით სარგებლობის მარეგულირებელი ნორმები სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას უნდა ემსახურებოდეს“

access_time2021-04-05 12:55:03

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, რომელშიც ასოციაციის წევრი უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


შეხვედრაზე გამოიკვეთა ის სისუსტეები, რომელიც დღეს წიაღის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის შემაფერხებელი გარემოებებია. აღინიშნა, რომ რეგულაციების სათანადო ცვლილების პირობებში ინდუსტრიას შუძლია ეკონომიკური აღდგენისთვის მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და სხვა.


გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ისაუბრეს კონკრეტულ პრობლემებზე, მათ შორის, რეგულირების საფასურის არსებული სახით მიზანშეწონილობაზე, წიაღის მოსაკრებლის გამოთვლის წესზე, მარაგების კომისიასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, სამთო მინაკუთვნისა და კერძო საკუთრების პრობლემებზე. საბოლოოდ, კომპანიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მოამზადებენ იმ პრობლემების სრულ სიას, რომელთა რეფორმაც უახლოეს პერიოდში აუცილებელი იქნება სწრაფი ეკონომიკური ეფექტის მისაღებად.



საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბოლო პერიოდია აქტიურად მუშაობს იმ სექტორებთან, რომელთა საინვესტიციო აქტივობამ შესაძლოა დადებითი ეკონომიკური ეფექტი მოგვიტანოს ძალიან მოკლე ვადებში. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება წიაღის სექტორია, სადაც, მართალია, უკვე არსებობს კონკრეტული ხედვა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის სახით, თუმცა 2019 წლის შემდეგ სტრატეგიის იმპლემენტაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. შესაბამისად, ჩვენი საერთო მიზანია, ამ სექტორში მოღვაწე კომპანიების აქტიური ჩართულობით დავიწყოთ აქტიური პროცესი, რომელიც დააჩქარებს რეფორმას და სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას მნიშვნელოვნად გაზრდის - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.


(R)


თეგები:
BAG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up