BAG-„თხევადი გაზის საქართველოში იმპორტისას დღეს მოქმედი დაბეგვრის მოდელი  მნიშვნელოვანი რისკების შემცველია„

BAG-„თხევადი გაზის საქართველოში იმპორტისას დღეს მოქმედი დაბეგვრის მოდელი მნიშვნელოვანი რისკების შემცველია„

access_time2020-02-26 10:30:37

„თხევადი გაზის (LPG) საქართველოში იმპორტისას დღეს მოქმედი დაბეგვრის მოდელი ფისკალური ადმინისტრირების კუთხით მნიშვნელოვანი რისკების შემცველია და ის ქმნის არაკონკურენტულ გარემოს კეთილსინდისიერი მეწარმეებისთვის“ - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე


საქართველოში თხევადი გაზის (LPG) იმპორტის შემთხვევაში დაბეგვრის 2 ეტაპიანი მოდელი გამოიყენება - ერთ ტონაზე 120 ლარი გადაიხდევინება პროდუქტის განბაჟების მომენტში, ხოლო დამატებით 180 ლარის გადახდა უნდა მოხდეს თხევადი გაზის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მიწოდებისას.


„ჩვენი დაკვირვება ცხადყოფს, რომ მეორე ეტაპზე დაბეგვრისას ადმინისტრირების კუთხით არსებითი პრობლემებია - უფრო მარტივად თუ ავხსნით - დამატებითი 180 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში არასრულად შედის. მსხვილი ნავთობკომპანიებიდან თხევადი გაზის მიწოდებას ბაზარზე მხოლოდ ორი მათგანი ახდენს - და ეს 2 კომპანიაც უკვე მხოლოდ რამოდენიმე სადგურის მეშვეობით. ბაზრის დანარჩენი წილი კი მოდის მცირე გასამართ სადგურებსა და სხვადასხვა მიმართულებით მიმოფანტულ მიწოდების წერტილებზე, სადაც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სრულიად ქაოტური ვითარებაა.


დღევანდელ ეტაპზე უკვე მოძველებული დაბეგვრის რეჟიმი, რომელიც მორგებულია წლების წინ არსებულ რეალობას, აშკარად გახდა არასამართლიანი. ამას ემატება ამ კუთხით სუსტი ადმინისტრირება, რაც საბოლოო ჯამში არათანაბარ, არაკონკურენტულ გარემოში ამყოფებს კეთილსინდისიერ გადამხდელებს. შედეგი: კეთილსინდისიერი მეწარმეები თითქმის აღარ ფუნქციონირებენ აღნიშულ ბაზარზე ვინაიდან შექმნილ ვითარებაში ისინი ვერ მიიღებენ ეკონომიკურ სარგებელს. ბაზრის ეს სეგმენტი კი, როგორც აღინიშნა, ივსება სხადასხვა ტიპის მიწოდების წერტილებით, რომელთა მიმართაც ვფიქრობთ გარკვეული შეკითხვები დაგროვდა.



ცალკე საუბრის საგანია ყველგან (მათ შორის დედაქალაქში) თვალშისაცემად მომრავლებული თხევადი გაზის გასამართი წერტილები - სხვათაშორის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მათი უმრავლესობა უნებართვოდ არის განთავსებული. შეუიარაღებელი თვალითაც კი ადვილი მისახვედრია, რომ მათი უმეტესობა შორს არის ტექნოლოგიური სრულყოფისა და უსაფრთხოების ნორმების თუნდაც ელემენტარული პირობების დაცვისაგან. თუმცა, ეს ამ მიმართულებით პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია და მთავარი და ძირითადი პრობლემა მაინც ყველა მეწარმის ერთნაირ, საბაზრო პირობებში ჩაყენების აუცილებლობაა, რაც არის ნებისმიერი ბიზნესის დაწყებისა და წარმოების ფუნდამენტური წინაპირობა.


ასევე აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ამ სფეროში მცირებიუჯეტიანი ინვესტირებით შეიძლება საქმიანობის დაწყება (რა თქმა უნდა უნებართვოდ და უსაფრთხოების პირობების უგულებელყოფის ხარჯზე), რაც მოძველებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და სუსტი ადმინისტრირების პირობებში უკან გვიბრუნდება ბიუჯეტში გადაუხდელ მილიონებად და ქალაქების დამახინჯებულ იერსახედ.


ზემოთქმული გვაკისრებს ვალდებულებას, გამოვიდეთ პროფესიული, არგუმენტირებული და კონსტრუქციული ინიციატივებით, რომლებიც უზრუნველყოფენ გადასახადების კუთხით ყოველი თეთრის სახელმწიფო ბიუჯეტში მოხვედრას და ამ სფეროშიც სამართლიანი ბიზნესის კეთების წესების დამკვიდრებას.


აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენი მოსაზრებები სრულად თანხვედრაში მოდის იმ უწყებების ხედვებთან, რომელთაც ევალებათ ამ სფეროში კონკურენტუნარიანი თამაშის წესების დამკვიდრება და მისი შემდგომი დაცვა და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ზემოაღნიშნული პრობლემების გადაწყვეტა მოკლე ვადებში გახდება შესაძლებელი“-აცხადებს მიშველაძე. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up