BAG-საქართველოში ყოველ მე-5 გასამართ სადგურზე სტანდარტებთან შეუსაბამო დიზელის საწვავი იყიდება

BAG-საქართველოში ყოველ მე-5 გასამართ სადგურზე სტანდარტებთან შეუსაბამო დიზელის საწვავი იყიდება

access_time2020-03-27 15:41:36

მას შემდეგ, რაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შეიქმნა ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, მუდმივად ვსაუბრობთ საქართველოში საწვავის ხარისხთან დაკავშირებულ მასშტაბურ პრობლემებზე - აცხადებს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი.


„საწვავის ხარისხი რჩება ნავთობსექტორისათვის უმთავრეს გამოწვევად. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ატარებს გარკვეულ მონიტორინგს ავტოგასამართ სადგურებსა თუ ნავთობბაზებში, პრობლემა მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს. 2019 წლის მონაცემებით, სამინისტროს მიერ აღებულ იქნა დიზელის საწვავის 270 სინჯი 188 გასამართი სადგურიდან. 61 სინჯის შემთხვევაში, დიზელის საწვავში, გოგირდის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს! ასევე - აღნიშნულ სინჯებში დაშვებულ ნორმასთან შეუსაბამო იყო სიმკვრივის მაჩვენებელიც - რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს კომპლექსურ შეუსაბამობასთან. რიგ შემთხვევებში გოგირდის მაჩვენებელი ქვეყანაში დასაშვებ ზღვარს თითქმის 30-ჯერ აღემატება, ხოლო ევროპაში მოქმედ დიზელის სტანდარტს - 150-ჯერ. მისასალმებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილება აღნიშნულ სინჯებთან დაკავშირებული მასალების საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნის თაობაზე.


პრობლემის სიმწვავე კიდევ უფრო თვალშისაცემია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ დიზელის საწვავის სინჯებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოში აქტიურად ხორციელდება ბენზინის იმპორტი ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან - რაც გვაძლევს საფუძველს მოვუწოდოთ სამინისტროს გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებითაც სინჯების აღებისა და ანალიზების ინტენსიურად ჩატარების კუთხით.


დგება დრო, როდესაც სახელმწიფომ მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას საწვავის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ: უხარისხო საწვავის იმპორტის დაშვება სრულად ანგრევს კეთილსინდისიერი ბიზნესის წარმოების ფუნდამენტურ პრინციპებს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში, ქმნის არაჯანსაღ და არაკონკურენტულ გარემოს, აზარალებს კეთილსინდისიერ მოთამაშეებს - უპირველეს ყოვლისა ბრენდულ კომპანიებს, რომელთა ავტო-გასამართ სადგურებზე, მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული ხარისხის შესაბამისი საწვავი იყიდება. და რაც ყველაზე მთავარია - უხარისხო საწვავი საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ არათანასწორ თამაშის წესებზე საუბრისას არამხოლოდ ბრენდული კომპანიების სახელებს ვგულისხმობთ, არამედ ამ კომპანიებში დასაქმებულ ათასობით ადამიანს, რადგან უსამართლო კონკურენცია, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მათ სამუშაო ადგილებს უქმნის საფრთხეს - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up