BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს

access_time2020-06-04 10:10:02

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა. შეხვედრაში ასოციაციის ის წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც სამშენებლო სექტორსა და უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებენ.


მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის მონაწილეები შეეხნენ იმ პრობლემატიკას, რომელიც მშენებლებსა და დეველოპერებს ბოლო წლებია აწუხებთ და რომელთა გადაწყვეტაც პოზიტიურად აისახება სექტორის განვითარებაზე მაშინ, როცა პანდემიის შედეგად დაწყებული ეკონომიკური რეცესიისა და გაცვლითი კურსის ცვალებადობის ფონზე ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს მაღალი ფინანსური რისკის პირობებში უწევთ ოპერირება.


შესაბამისად, გადაწყდა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც განახორციელებს არსებული კანონდებლობისა და რეგულაციების დეტალურ სკრინინგს, გამოიკვეთება ის მოძველებული ნორმები, რომლებიც ხელს უშლის სექტორის შემდგომ განვითარებას და მომზადდება ცვლილებების პაკეტი, რომლიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახელით წარედგინება ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული რეგულაციების გადახედვამ და გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნამ შედეგად შეიძლება მოგვიტანოს სამშენებლო სექტორის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებლისა და საბიუჯეტო გადასახადების გადამხდელის მნიშვნელოვანი ზრდა, რამაც თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკური ზრდის პანდემიამდელ მაჩვენებლებზე დროული დაბრუნება.



შეხვედრის ფაგლებში საუბარი ასევე შეეხო სექტორის მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროგრამას, რომელიც ცალსახად დადებითად შეფასდა, როგორც დეველოპერების, ასევე მშენებლების მხრიდან.


„მიგვაჩნია, რომ სამშენებლო კუთხით არსებული სახელმწიფო რეგულაციები საჭიროებს ძირეულ გადახედვას, ვინაიდან დღეს არსებული მდგომარეობით ბევრი ნორმა საკმაოდ მოძველებულია და აფერხებს სექტორის განვითარებას. გარდა რეგულაციებისა, მშენებლებისთვის მნიშვნელოვანია გაცვლითი კურსის სტაბილურობა, რადგანაც კურსის ცვალებადობა ნეგატიურად აისახება და საფრთხეს უქმნის, როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სხვა სამშენებლო პროექტებს. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, დეტალურად შევისწავლოთ მოქმედი რეგულაციები და სექტორში მოღვაწე კომპანიების ინტერესების ადვოკატირების გზით, მივაღწიოთ ამ ცვლილებების კანონდებლობაში დროულ ასახვას“ - განაცხადა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.


(R)


თეგები:
BAG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up