BAG ოფისში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა გაიმართა

BAG ოფისში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა გაიმართა

access_time2019-12-27 10:10:50

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ოფისში  საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე, KPMG-ის მმართველი პარტნიორი კახა რუხაძე. ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი; სამინისტროს საგადასახადო-საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, მამუკა ბარათაშვილი; შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ზურაბ ძნელაშვილი და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.



სხდომაზე განხილული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ავტორობით შემუშავებული კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც ამჟამად საქართველოს მთავრობაში განხილვის ეტაპზეა და მზადდება საქართველოს პარლამენტში ინიცირებისთვის. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა მომდევნო დებულებები: წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა განსახორციელებელი ან შესრულებული საგადასახადო ვალდებულებების შემთხვევებში, ზოგადი ანალიტიკური პროცედურები, სავარაუდო და შესწორებითი დარიცხვა, ბანკების და საკრედიტო კავშირების მიერ რეზერვების შექმნა და სხვა.



„კანონპროექტი ძირითადად შედგება 2 ნაწილისაგან: ერთი მათგანი მოიცავს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ე.წ. „ახალ დღგ-სთან“ დაკავშირებულ რეგულაციებს, რომელთა უმრავლესობა პოზიტიური ხასიათის მატარებელია, რაც შეეხება მეორე ნაწილს, ცვლილებები ძირითადად შეეხო გადასახადის ადმინისტრირების გამარტივების კუთხით იმ საკითხებს, რომელიც გარკვეულწილად შეიცავდა ხარვეზებს. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ სხდომაზე ჩვენს მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები სამომავლოდ ასახული იქნება პარლამენტში წარსადგენ კანონპროექტში“ - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.



(R)




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up