BAG-მა შემოსავლების სამსახურთან ერთად რითეილ სფეროში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

BAG-მა შემოსავლების სამსახურთან ერთად რითეილ სფეროში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

access_time2022-09-23 12:55:29

სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი არასასურსათო პროდუქციის არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობა და ექსპერტის მოწვევის გარეშე, ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერის ლიმიტის ცვლილება იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების რითეილ სექტორის წარმომადგენლებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან წითელაშვილის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.


შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნეს სექტორს ზემოხსენებული მიმართულებით დაგეგმილი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გადაწყვეტილებები გააცნეს. აღსანიშნავია, რომ პროექტი ითვალისწინებს, არასასურსათო საქონლის გარკვეულ სახეობებზე, უშუალოდ კი ჰიგიენურ და ქიმიურ პროდუქციაზე, დანაკარგის ნორმის განსაზღვრას 0,5%-ით. ხოლო, რაც შეეხება, ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერას, პროექტის მიხედვით, კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ ჩამოწერას ექვემდებარება ადვილად მსხვრევადი ისეთი კატეგორიის საქონელი, როგორიცაა მაგ: კაფელ-მეტლახი, კერამიკული მასალები, მინა და სხვა მსგავსი სამშენებლო-სარემონტო საქონელი, რომლის სააღრიცხვო ღირებულება მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში არ აღემატება 25 000 ლარს, ხოლო საშუალო კატეგორიის გადამხდელის შემთხვევაში კი არ აღემატება 3 000 ლარს.


აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე განხილული ორივე საკითხი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივას წარმოადგენდა, რომელზედაც მუშაობა ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ დაიწყო.



როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ „მეტად სასიხარულოა, რომ აღნიშნული საკითხების გარშემო მოხდა შეთანხმება და გარკვეული პოზიტიური შედეგები მივიღეთ, კერძოდ, გამოიცემა შესაბამისი ნორმატიული აქტები, რომელიც მორგებულია და ხელს შეუწყობს, როგორც ზოგადად ბიზნეს სექტორის განვითარებას, ასევე დაიცავს ჩვენი წევრი კომპანიებისა და ზოგადად ბიზნეს ოპერატორების ინტერესებს".


„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ წინ, რადგან ერთ ნაწილში გაფართოვდა ჩამოსაწერი პროდუქციის არეალი, მეორეში კი საგრძნობლად გაიზარდა ჩამოსაწერი პროდუქციის თანხობრივი ლიმიტი, რაც ვფიქრობთ, ბიზნესს უდავოდ გაუმარტივებს საოპერაციო საქმიანობას და მოუტანს მეტ კეთილდღეობას, სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ბიზნეს სექტორის მხარდაჭერის ნათელი მაგალითი. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან შევთანხმდით, რომ აღნიშნული მიმართულებების არეალის გაფართოებაზე გაგრძელდება ერთობლივი, აქტიური მუშაობა" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.


(R)



თეგები:
BAG



ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up