BAG-ის  წევრმა კომპანიებმა შენობების ენერგოეფექტიანობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტები განიხილეს

BAG-ის წევრმა კომპანიებმა შენობების ენერგოეფექტიანობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტები განიხილეს

access_time2019-12-13 15:47:30

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ასოციაციის წევრმა კომპანიებმა შენობების ენერგოეფექტიანობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტები განიხილეს.


კანონპროექტები, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული ვალდებულებების შესასრულებლადაა შემუშავებული, ითვალისწინებს მთელი რიგი ახალი რეგულაციების და ვალდბეულებების შემოღებას, მათ შორის შენობებში ენერგო-დამზოგი ღონისძიებების გატარებას და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებას, ენერგოეფექტურობის ღონისძიებებისთვის ინვესტიციების სტიმულირების მიზნით გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, ცალკეული ტიპის საწარმოებში ენერგოაუდიტის და მენეჯმენტის სტანდარტების დანერგვას, მშენებლობის და ექსპლუატაციის პროცესში შენობების ენერგოეფექტურობის სავალდებულო ნორმების და ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების პროცესის შემოღებას და სხვა.


შეხვედრას, ასოციაციის წევრ კომპანიებთან ერთად, ექსპერტის სტატუსით ესწრებოდა ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი გიორგი აბულაშილი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა კანონპროექტების არსზე და მათ მოსალოდნელ შედეგებზე.



„ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, თუმცა მეორეს მხრივ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ შესაბამისი რეგულაციების ამოქმედებამდე საჭიროა შეფასდეს ის ფინანსური გავლენა, რასაც დაგეგმილი რეფორმა მოახდენს ბიზნესსა და მომხმარებელზე. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესმა წინასწარ იცოდეს იმ ტექნიკური პარამეტრების შესახებ, რაც კანონის მოთხოვნის შესაბამისად მომავალში განისაზღვრება ენერგოეფექტიანობის ნორმებად“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.


შეხვედრის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უკვე პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში ჩაერთვება კანონპროექტების განხილვის პროცესში.




„სოკარის“ მხარდაჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა

„სოკარის“ მხარდაჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა
access_time2020-09-24 10:15:56
პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, კომპანია „სოკარის“ მხარდაჭერით, სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილი ჯარისკაცებისა და ვეტერანებისთვის, თერჯოლაში, მეღვინეობა „მახარეში“ 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა. 20–ზე მეტმა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა 100–ზე მეტმა შშმ პირმა საკუთარი ძალები 10 სხვადასხვა ინტეგრირებულ სპორტულ–კულტურულ შეჯიბრებაში მოსინჯა. მათ იასპარეზეს ნარდისა და დომინოს ტურნირებში,...

კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა

კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა
access_time2020-09-24 11:30:45
„კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და დაბალ პროცენტში, ვიდრე ორი კრედიტი და მაღალ პროცენტში,“ - ასე აფასებს ბიზნესმენი და პარტია “პროგრესი და თავისუფლების”  — დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას საკრედიტო რესურსების გაიაფებასთან დაკავშირებით. ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ...

გიორგი გახარია - დღესაც, საქართველო მწვანე ზონად რჩება

გიორგი გახარია - დღესაც, საქართველო მწვანე ზონად რჩება
access_time2020-09-24 11:00:18
მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიქსირდება ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო.   „ჩვენ, ჩვენს...

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში
access_time2020-09-23 21:00:36
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მეუღლე  კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა. ეს დონორი - რუსული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ლუბოვ ჩერნუხინაა, რომლის გვარიც საეჭვოდ ემთხვევა ახლო წარსულში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გვარს.   არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს რუსი მილიარდერია პუტინის კარის ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა.   პირველმა ეჭვები...

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...


მსგავსი სიახლეები

up