BAG-ის ინიციატივით,შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება

BAG-ის ინიციატივით,შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება

access_time2019-12-06 09:50:02

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინიციატივით და მიმართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება.


აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ბოლო სამი თვეა მიმდინარეობდა კონსულტაციები და გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ, როგორც BAG-ის წევრი კომპანიებისა და შემოსავლების სამსახურის, ასევე ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები.


ელექტროგენერაციის დანაკარგების დაბეგვრის საკითხი საკმაოდ დიდი ხანია მნიშვნელოვანი პრობლემაა ელექტროგენერაციის ობიექტებისთვის, რადგანაც იმის გამო, რომ აღნიშნული დანაკარგის დადასტურება ვერ ხერხდება შესაბამისი მრიცხველებით, სასადგურე დანაკარგი მიიჩნეოდა დაუდასტურებელ ხარჯად და როგორც წესი, ექვემდებარებოდა დაბეგვრას.



მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ელექტროგენერაციის ობიექტის მიერ „სემეკში“ პერიოდულად წარდგენილ ანგარიშში ასახული სასადგურე დანაკარგები ჩაითვლება დანაკარგად დაბეგვრის მიზნებისთვისაც.


ეს საკითხი ბიზნეს სექტორში იწვევდა არაერთგვაროვან მიდგომასა და დამოკიდებულებას, ვინაიდან არ იყო დადგენილი ისეთი პრაქტიკა, რომლითაც იხელმძღვანელებდნენ მხარეები. მოხარულნი ვართ, რომ შემოსავლების სამსახურთან შედგა სწორი კომუნიკაცია, რომელიც ორიენტირებული იყო შედეგებზე, რაც თავის მხრივ, დაეხმარება ელექტროგენერაციის ობიექტებს სტაბილურად წარმართონ საკუთარი ბიზნესი და არ ქონდეთ უსამართლობის განცდა დანაკარების დაბეგვრასთან დაკავშირებით“- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.


(R)




24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?
access_time2020-09-24 20:45:59
მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.   თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ ლუკაშენკოს მიერ აშენებული სისტემა შედარებით მაღალ სოციალურ ...

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება
access_time2020-09-24 14:00:38
აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. „ვსაუბრობდით...


მსგავსი სიახლეები

up