BAG-ის ინდექსის დახმარებით  ბიზნესგარემოს მონიტორინგი განხორციელდება

BAG-ის ინდექსის დახმარებით ბიზნესგარემოს მონიტორინგი განხორციელდება

access_time2019-11-27 11:00:07

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) სათათბირო საბჭოს პირველ შეხვედრას უმასპინძლა. BAG-იმ PMCG-სთან თანამშრომლობით BAG ინდექსის პროექტი შეიმუშავა, რომლის პრეზენტაცია სათათბირო საბჭოს წევრებს PMCG-ის კვლევითი პროგრამების დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა წარუდგინა. BAG ინდექსის მეშვეობით, განისაზღვრება ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი, დასაქმების ბარომეტრები და ასევე მოხდება ინვესტიციების სიხშირისა და ინტენსივობის კვლევა.


„BAG ინდექსის დახმარებით განხორციელდება ბიზნესგარემოს მონიტორინგი, ასევე განისაზღვრება კონკრეტულ პერიოდებში ბიზნესის წარმოების ძლიერი და სუსტი მხარეები და დასკვნის სახით, BAG ინდექსი ბიზნესის სამომავლო განვითარების ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს. აღნიშნული სასარგებლო იქნება როგორც ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“ - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.


შეგახსენებთ, რომ ასოციაციის ახალი საკონსულტაციო ორგანოს შემადგენლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა.



სათათბირო საბჭო დაკომპლექტებულია BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლების მიერ. ასოციაციის ხელმძღვანელობის გარდა სათათბირო საბჭოში წარმოდგენილი არიან: ვალერი ჩეხერია „აჭარა ჯგუფი“, ნატო ხაინდრავა ბანკი „ქართუ“, დავით ცაავა „ბაზისბანკი“, ზურაბ ლალაზაშვილი „ბიდიო“, ოთარ შარიქაძე „GALT & TAGGART“, ოთარ ნადარაია „თიბისი“ ბანკი, ირაკლი ბოქოლიშვილი „ნიკორა“, ლექსო ალექსიშვილი „პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი“(PMCG), ლექსო თოფურია „სილქროუდი“, პაპუნა ტოლიაშვილი „სინერჯი ჯგუფი“, ლევან გიორგაძე „სოკარ ენერჯი ჯორჯია“, თეა ლორთქიფანიძე „ტერაბანკი“, გიორგი აბაშიძე „ტურინვესტი“, ნიკოლოზ გეგუჩაძე „ხალიკ ბანკი საქართველო“, ლაშა ბზარაშვილი „4 ფინანსი“, დავით კილაძე შპს “IDL”.


„კომერსანტი“






30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას  „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ
access_time2020-03-30 16:30:04
გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა ტომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დასავლური მედიის ცნობით, ტომას შეფერის ცხედარი ფრანკფურტის მახლობლად, მატარებლის ლიანდაგზე აღმოაჩინეს. ჰესენის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრის, ვოლკერ ბუფირის თქმით, შეფერი "covid 19"-ის პანდემიის გამო სტრესულ მდგომარეობაში იყო. "როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო. გამოსავალი ვერ იპოვა და დაგვტოვა. მისი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა მოსახლეობის უზარმაზარ...


მსგავსი სიახლეები

up