BAG-ის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნეს საქმიანობას

BAG-ის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნეს საქმიანობას

access_time2020-08-13 11:59:16

მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 72.2% განაცხადა, რომ არსებობს მათი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელი თუნდაც ერთი ფაქტორი. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირებულია პირველი კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევასთან შედარებით, როდესაც საქმიანობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხულთა 86.5%  საუბრობდა. პირველი კვარტლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, COVID პანდემიით იყო განპირობებული, რაც ეკონომიკური საქმიანობის გაჩერებას უნდაგამოეწვია.  


გრაფიკი 1: ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები გამოკითხული BAG-ის წევრებითვის

კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.შესაბამისად, ხელისშემშლელი ფაქტორები კომპანიებმა სექტორების მიხედვით განსხვავებული სიმწვავით დაასახელეს; კერძოდ, როგორც ჩანს, ყოველდღიური ოპერირებისას ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობამეტად აწუხებთმშენებლობისა და მომსახურების სექტორში, რომელთა არსებობას ამ სექტორში წარმოდგენილი BAG წევრი კომპანიების 85.7% (მომსახურება)და 86.4% (მშენებლობა) ასახელებს.

 

კვლევამ ასევე ცხადყო, რომგანსხვავებული  სექტორების მიხედვით კომპანიების პრობლემატიკა განსხვავებულ რანჟირებით გადანაწილდა, კერძოდ, თუკი მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორში მთავარი პრობლემა მომხმარებლემის მხრიდან მოთხოვნის სიმცირე სახელდება, მშენებლობის სექტორისთვის მთავარი დაბრკოლება შეზღუდული ფინანსური რესურსებია, ხოლო მრეწველობაში ჩართული BAG წევრი ყველა კომპანია უპირველეს დაბრკოლებად სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებს.


აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბოლოსასოციაციის წევრი კომპანიებისათვისმოთხოვნის სიმცირე მწვავე პრობლემად არ სახელდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, პანდემიის პერიოდში ბიზნესისთვის მთავარი პრობლემად მათ მიერ ბაზარზე მიწოდებული საქონლსა და სერვისზე შემცირებული მოთხოვნა იქცა, რასაც პირველ კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 70% ასახელებდა. მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 60%-მდე შემცირდა, თუმცა კვლავუმთავრეს პრობლემად რჩება.


 

გრაფიკი 2: ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები მომსახურების სექტორში (II კვ. 2020)

გრაფიკი 3: ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები მრეწველობის სექტორში (II კვ. 2020)

გრაფიკი 4: ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები ვაჭრობის სექტორში (II კვ. 2020)

გრაფიკი 5: ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები მშენებლობის სექტორში (II კვ. 2020)

BAG ინდექსის წარმოება საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2019 წელს დაიწყო. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრისა და ინვესტიციების შესახებ. BAG ინდექსი ყოველკვარტალურად ქვეყნდება და იგი საზოგადოებას აცნობს დროის კონკრეტულ მომენტში ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და ბიზნესის მოლოდინს.


კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


(R)

თეგები:
BAG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up