29 ივნისს (ორშაბათი), 17:00 საათზე, რესტორან „ფილინის“ ტერასაზე, (მისამართი: სასტუმრო "რედისონი", ვარდების მოედ. 1) ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან დავით ნარმანიასთან, ენერგეტიკული ბირჟის დირექტორთან ირინა მილორავასთან, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველთან უჩა უჩანეიშვილთან და ესკოს გენერალურ დირექტორთან ზაზა დვალიშვილთან.
შეხვედრაზე განიხილება ელექტროენერგიის ბაზრის წესების პროექტი, რომელიც ამჟამად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილება სემეკში, საუბარი შეეხება ელქტროენერგეტიკული ბაზრის მოწყობის პრინციპებს, რომლებიც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემასა და განაწილებაში ჩართული კომპანიებსთვის, ასევე ყველა საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელთა ნაწილსაც მომავალში მოუწევს პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირება და ელექტროენერგიის ენერგეტიკულ ბირჟაზე შეძენა.
შეხვედრის თარიღი: 29 ივნისი (ორშაბათი)
შეხვედრის ადგილი: რესტორან „ფილინის“ ტერასა (მისამართი: სასტუმრო "რედისონი", ვარდების მოედ. 1, თბილისი)
შეხვედრის დაწყების დრო: 17:00 საათი
შეხვედრის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
შეხვედრის ენა: ქართული (სინქრონული თარგმანი ინგლისურ ენაზე)
(R)