BAG ინდექსი:  უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებას განაგრძობს

BAG ინდექსი: უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებას განაგრძობს

access_time2022-06-27 10:55:55

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2022 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების მიუხედავად, წინა კვარტლებში არსებული პოზიტიური განწყობა  2022 წლის მეორე კვარტალშიც შენარჩუნებულია. კერძოდ, ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ დადებითად შეფასდა როგორც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა, ისე მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი. შესაბამისად, დადებითი შეფასება აისახა ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელზეც, რომელმაც 38.4 ქულა შეადგინა.




აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები ერთიანდება ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა, ხოლო თავად BAG ინდექსის მიმდინარე კვლევა მაისის თვეში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა.


სექტორული შეფასებიდან გამოსაყოფია მრეწველობა, სადაც მიღებული შედეგი წინა კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესებულია არსებული მდგომარეობის მკვეთრად უარყოფითად შეფასების გამო, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმ კომპანიების პრობლემების ასახვაა, რომელთა წარმოებული პროდუქციის სამიზნე ბაზრებად უკრაინა და რუსეთი განიხილებოდა. რაც შეეხება ვაჭრობის, მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებს, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, მეორე კვარტალში გაუმჯობესებულია როგორც ბიზნეს კლიმატის, ისე მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი.



რაც შეეხება მომდევნო კვარტლის მოლოდინებს, საზოგადოდ, შეფასებები დადებითია, თუმცა მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში განსახილველი მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია გარკვეულწილად შენელებულია, რაც, ძირითადად, ამ სექტორებში გამოკითხული კომპანიების ნაკლებად ოპტიმისტური პროგნოზით არის გამოწვეული. კერძოდ, ამ სექტორებში კომპანიები მესამე კვარტალში გასაყიდი პროდუქციის ფასების ზრდას პროგნოზირებენ, რამაც თავის მხრივ, გაყიდვების რაოდენობის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს.


აქვე გამოსაყოფია ვაჭრობის სექტორი, რომელსაც  მომდევნო 6 თვეში ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. ზემოხსენებულს, შესაძლოა განაპირობებდეს გაყიდვების ზრდის მოლოდინი მომდევნო კვარტალში, რომელსაც კომპანიათა 69% აფიქსირებს.



შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის მოლოდინი გაცილებით ოპტიმისტურია წინა კვარტლებთან შედარებით, კერძოდ, მიმდინარე კვარტალში ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელმა 3.4 ქულით გადააჭარბა კოვიდპანდემიამდე (2019 წლის IV კვრტ.) არსებულ მაჩვენებელს და ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია (56.5 ქულა). 


ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.



(R)


თეგები:
BAG ინდექსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up