BAG ინდექსი, მესამე კვარტალი: გამოკითხულთა 76% სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას განხილვის ვადების შემჭიდროვებაში ხედავს

BAG ინდექსი, მესამე კვარტალი: გამოკითხულთა 76% სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას განხილვის ვადების შემჭიდროვებაში ხედავს

access_time2020-10-23 10:55:49

BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების  33.4% სასამართლო სისტემას ეფექტიანად ან/და ძალიან ეფექტიანად მიიჩნევს, მაშინ როცა 39.2%-ის აზრით, სასამართლო სისტემა ჯამურად არაეფექტიანი ან/და ძალიან არაეფექტიანია. ბიზნეს ოპერატორების აღნიშნული შეფასება აჩვენებს, საკმაოდ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას, რომელიც ხელისუფლების მესამე შტოს მიმართ ბიზნესს აქვს. 



გარდა ეფექტიანობისა, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა, ასევე, შეაფასეს სასამართლოს მიმართ ნდობის ხარისხი. როგორც კვლევამ გამოავლინა, ნდობის მხრივ სასამართლო ხელისუფლების მიმართ ბიზნესის დამოკიდებულება კიდევ უფრო უარყოფითია, კერძოდ, ჯამურად კომპანიების 50%-ს სასამართლო ხელისუფლების მიმართ ან დაბალი ნდობა აქვს ან საერთოდ არ ენდობა.   

 


კვლევის ფარგლებში ბიზნეს ოპერატორების წარმომადგენლებმა ასევე უპასუხეს კითხვას თუ სად ხედავენ სასამართლო სისტემის საქმიანობის გაუმჯობესების საჭიროებას. აღნიშნულ კითხვაზე პასუხებიდან ყველაზე ხშირად სასამართლოში განხილვის ვადების შემჭიდროვება, ბიზნეს დავებთან დაკავშირებით მოსამართლეთა კომპეტენციის ამაღლება, სასამართლო პროცედურების გამარტივება და მოსამართლეთა მიუკეძოებლობის ხარისხის ზრდა დასახელდა.


 

 

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობას ერთნაირად  ხედავს რესპოდენტთა ყველა კატეგორია, მიუხედავად იმისა ეფექტიანად აფასებენ ამ სისტემას თუ არა. კერძოდ, იმ რესპონდენტების დიდი ნაწილი, რომლებიც სისტემას ეფექტიანად ან/და ძალიან ეფექტიანად მიიჩნევს, მაინც ფიქრობს, რომ განხილვის ვადების შემჭიდროვება და პროცედურების გამარტივება აუცილებელია.


„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასამართლო სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად, მაინც რჩება კონკრეტული პრობლემები, რომელსაც საქართველოში მოქმედი ბიზნესი დავების სასამართლოში გადასვლის შემდეგ აწყდება. BAG ინდექსის მესამე კვარტლის კვლევა კი ზუსტად ასახავს ამ პრობლემებს, რადგანაც ასოციაცია წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას საქართველოში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს 400 ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიას. შესაბამისად, თუკი გვაქვს დიაგნოზი, საჭიროა ერთად ვიფიქროთ ხარვეზების აღმოხვრაზე და სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენაზე. ამ მიმართულებით ჩვენ მზად ვართ როგორც საქართველოს იუსტიციის საბჭოსთან, ასევე, ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებთანაც თანამშრომლობისთვის“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.


აღსანიშნავია, რომ BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. კვლევის ანგარიში ყოველკვარტალურად ქვეყნდება და აცნობს საზოგადოებას ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და მოლოდინს.


კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


(R)


თეგები:
BAG



Bloomberg: რუსულ ობლიგაციებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს

Bloomberg: რუსულ ობლიგაციებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს
access_time2021-04-15 19:00:44
ბოლო თვეებში რუსული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა მკვეთრად გაზრდილია, რამაც მათ მიმართ ინვესტორთა ინტერესი გააღვივა. თუმცა, სწორედ დღეს, როდესაც ეს მაჩვენებელი წლიურ მაქსიმუმს მიუახლოვდა, რუსული სახელმწიფო ობლიგაციების წინაამღდეგ სანქციები სრულიად რეალური პერსპექტივა გახდა.   რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციამ ეს იდეა, რომელიც აქამდე დაუჯერებელი ჩანდა, ინვესტორებისთვის რეალური თავის ტკივილად...

Frankfurter Allgemeine: რუსეთი თურქეთს სჯის

Frankfurter Allgemeine: რუსეთი თურქეთს სჯის
access_time2021-04-15 20:00:23
მოსკოვმა თურქეთთან ავიამიმოსვლა 1 ივნისამდე აკრძალა. ამის მიზეზად თურქეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დასახელდა.   შესაძლოა, ეს მართლაც ასე იყოს - ბოლო კვირების მანძილზე ინფიცირების რიცხვი თურქეთში რეკოდრებს ხსნის, თუმცა არის მოსაზრებაც, რომ ეს მხოლოდ საბაბია, რეალურად კი საქმე სულ სხვა რამეშია.   არადა თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმში  რამდენიმე დღის წინ შვებით ამოისუნთქეს.  აქ ჩამომსვლელ ტურისტთა შორის დიდი წილი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
access_time2021-04-15 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. დაბლოკილი პარალელური იმპორტი და მოსყიდული ექიმები - რატომ ღირს ძვირი წამლები   მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემა რომ არის იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ...

15 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

15 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-04-15 18:00:17
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 15 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 16 აპრილისთვისაა) ეროვნული...

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა უჩივის

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა უჩივის
access_time2021-04-15 15:10:27
მსოფლიოს 36-ე ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალი გრძელვადიანი სასამართლო განხილვა ელოდება. როგორც კომერსანტმა გაარკვია ყოფილი ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა ჩოგბურთელისგან კონტრაქტით გათვალისწინებული საკომისიოს ანაზღაურებას  მოითხოვს. ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით ინვესტორის ადვოკატს, მარიკა არავეძეს, თუმცა მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დავის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ეს მხარეებს შორის მოლაპარაკების კონფიდენციალურ...


მსგავსი სიახლეები

up