BAG ინდექსი: ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ბიზნესსაქმიანობის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია

BAG ინდექსი: ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ბიზნესსაქმიანობის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია

access_time2021-12-22 11:55:33

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2021 წლის მეოთხე კვარტლის კვლევის თანახმად, ბიზნესსაქმიანობის მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად კვლავ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა სახელდება. აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად გამოკითხულთა 65% ასახელებს. თუმცა საყურადღებოა, რომ 2021 წლის II კვარტლის შემდეგ მნიშვნელოვნად იკლო კომპანიების წილმა, რომლებიც ამ ფაქტორს უმთავრეს პრობლემად მიიჩნევენ (მეორე კვარტალში დაასახელა 76%-მა). ეს კლება თანხვედრაშია ბიზნესის მიერ ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის ცვლილების მოლოდინთან: 2021 წლის II-IV კვარტლებში 29%-დან 42%-მდე იმატა იმ კომპანიების წილმა, რომლებიც გაცვლითი კურსის უცვლელ დონეზე შენარჩუნებას პროგნოზირებენ.



ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის მეორე ადგილს სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები იკავებს. მათ შორის, COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვები ბოლო კვარტლებში უფროდაუფრო ნაკლებად აწუხებს ბიზნესს. თუმცა, ამავდროულად, მკვეთრად გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მარეგულირებელ გარემოს ასახელებენ ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის.






სტაბილურად 33%-ზე ნარჩუნდება იმ კომპანიების წილი, რომლებიც სპეციალისტების ნაკლებობას განიცდიან. ამავდროულად, 2021 წლის დასაწყისიდან ეტაპობრივად მწვავდება და 2%-დან 28%-მდე გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემას აწყდებიან. 



აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში, შეზღუდული ფინანსური რესურსები ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის აღარ ხვდება. 2021 წლის მეოთხე კვარტალში ზემოხსენებული ფაქტორი ხელის შემშლელად გამოკითხულთა მხოლოდ 8%-მა დაასახელა.



მთლიანობაში, ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხული ბიზნესის 56% საუბრობს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია BAG ინდექსის ისტორიაში: 2019 წლის მეოთხე კვარტლიდან მოყოლებული, აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად 70%-80%-ის ფარგლებში მერყეობდა.



შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up