BAG ინდექსი: დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მიმდინარე კვარტალში დაფიქსირდა

BAG ინდექსი: დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მიმდინარე კვარტალში დაფიქსირდა

access_time2022-06-29 12:55:29

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის დასაქმების ბარომეტრის 2022 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, დასაქმების მაჩვენებელმა 27.7 ქულა შეადგინა, რაც 2019 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსის დასაქმების ბარომეტრი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების იმ მოლოდინებს აჯამებს, რომელიც მომავალი კვარტლის დასაქმების სავარაუდო ცვლილებებს უკავშირდება.




აღსანიშნავია, რომ დასაქმების ბარომეტრი გასულ და მიმდინარე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებების შედეგებსაც ასახავს როგორც საერთო, ისე სექტორულ ჭრილში.

მიმდინარე კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის ინდექსი გაუმჯობესებულია ყველა სექტორში მშენებლობის სექტორის გარდა, კერძოდ,  მაჩვენებელი 10.2 ქულით გაუარესდა წინა კვარტალთან შედარებით, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მიმდინარე კვარტალში შემცირებული გაყიდვებით, რასაც სექტორში გამოკითხული კომპანიების 40% აფიქსირებს.


უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმების მიმართულებით სტაბილურად პოზიტიური დინამიკა შეინიშნება მრეწველობის სექტორში. პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, სექტორში გამოკითხულმა კომპანიებმა  გაზარდეს თანამშრომელთა რაოდენობა როგორც პირველ, ისე მეორე კვარტალში. რაც შეეხება ვაჭრობის, მშენებლობის და მომსახურების სექტორებს, კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი I კვარტლის მსგავსად, უცვლელად ინარჩუნებს დასაქმებულთა რაოდენობას.  




საგულისხმოა, რომ მიმდინარე კვლევაში გაუმჯობესებულია კომპანიების მოლოდინები დასაქმების მიმართულებით. ამ მხრივ ყველაზე პოზიტიური შეფასება მრეწველობის სექტორში ფიქსირდება, სადაც კომპანიების 47% დასაქმებულთა ზრდას პროგნოზირებს. აღნიშნული, გაყიდვების ზრდის ოპტიმისტური მოლოდინით არის განპირობებული. წინა კვარტალთან შედარებით, ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში გაზრდილია იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომავალ კვარტალში თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს. 

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსის 2022 წლის მეორე კვარტლის კვლევა მომზადდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.



(R)


თეგები:
BAG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up