BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

access_time2020-10-21 10:00:15

BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით გაუმჯობესებულია, კერძოდ, BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას გამოხატავს, 2020 წლის მეორე კვარტალის ბოლოს მიღებული ნეგატიური მაჩვენებლიდან მესამე კვარტალში მცირედ დადებითისკენ გადაიხარა. 

გარდა თავად დასაქმების ბარომეტრისა, კვლევამ ასევე გამოავლინა ასოციაციის წევრი კომპანიების სამომავლო გეგმებიც, რომლის მიხედვითაც  გამოკითხულთა უმრავლესობა არ აპირებს შეცვალოს მათ საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა. კერძოდ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 82%-ზე მეტი, 2020 წლის მეოთხე კვარტალში, დაქირავებულთა რაოდენობის ცვლილებას არ გეგმავს, მაშინ როცა 12% ამ მაჩვენებლის ზრდას, ხოლო დაახლოებით 5% თავიანთ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობის კლებას ვარაუდობს. 


კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. აქედან სამ, კერძოდ, ვაჭრობის, მრეწველობისა და მშნებლობის სექტორებში დასაქმების კლების მოლოდინი არ აქვთ კომპანიების უმეტესობას. ხოლო მომსახურების სექტორში, სხვა სექტორებთან შედარებით, უფრო ნეგატიური მოლოდინია. ცხადია, პანდემიის ფონზე შექმნილი ეკონომიკური ვითარება ყველაზე მეტად მომსახურების სექტორს აზარალებს და, შედეგად, კომპანიებს დასაქმების ზრდის მოლოდინიც თითქმის არ აქვთ. 



„უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ბინეს ასოციაციის წევრ კომპანიებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი BAG ინდექსის კვლევაში. ცხადია, ცალკეული კომპანიის მოსაზრება დასაფასებელია, მაგრამ აგრეგირებულად ამ მოსაზრებების თავმოყრა და ერთ ინდექსში წარმოდგენა, ყველა მხარისთვის საყურადღებო მაჩვენებელია, თუ როგორია ბიზნესწრეების განწყობა და მოლოდინი. რაც შეეხება დასაქმების ბარომეტრს, რომელიც BAG ინდექსის შემადგენელი ნაწილია, მისი შეფასება დროში წინ უსწრებდა Covid 19 ინფიცირებულთა რაოდენობის დრამატულ ზრდას, შესაბამისად, კომპანიების პასუხები ასახავს იმ დროისთვის პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ ჩამოყალიბებულ მეტნაკლებად სტაბილურ ბიზნეს გარემოს და სრულად შეესაბამება იმ ფრთხილ ოპტიმიზს, რომელიც ჩვენს მიერ გუშინ გამოქვეყნებულმა ბიზნეს კლიმატის ინდექსმაც  წარმოაჩინა“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ



კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


(NS)



თეგები:
BAG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up