BAG ინდექსი: ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებას განაგრძობს

BAG ინდექსი: ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებას განაგრძობს

access_time2021-12-20 13:25:51

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2021 წლის მეოთხე კვარტლის კვლევის თანახმად, კვლავ გრძელდება წინა კვარტლებში დაწყებული პოზიტიური დინამიკა - გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ისევ დადებითად შეაფასეს.


2021 წლის მეოთხე კვარტალში,  წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი დამატებით 8 ქულით გაუმჯობესდა და 18.8 ქულა შეადგინა. ხოლო ბიზნესის მოლოდინმა, 5 ქულიანი ზრდის შედეგად, 49.8 ქულას მიაღწია. შედეგად, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 33.8 ქულას უტოლდება, რაც გაუმჯობესებულია როგორც წინა, მესამე კვარტალთან შედარებით, ასევე წლიურ ჭრილშიც.


მთლიანობაში, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის განმავლობაში, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი უმჯობესდება და ეტაპობრივად უახლოვდება პრეპანდემიურ მდგომარეობას. BAG ინდექსის ფარგლებში, ბიზნეს კლიმატის პრეპანდემიურ მდგომარეობას 2019 წლის IV კვარტლის კვლევა ასახავს, როდესაც  ბიზნეს კლიმატი 40 ქულას აღემატებოდა.




 

კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები ოთხ სექტორში ერთიანდება: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.

2021 წლის განმავლობაში ვაჭრობის, მრეწველობისა და მომსახურების სექტორებში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ოთხივე კვარტალში დადებითია. განსხვავებული მდგომარეობა იყო  მშენებლობის სექტორში, სადაც 2021 წლის პირველ ნახევარში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი უარყოფითი იყო, თუმცა 2021 წლის III და IV კვარტლებში მაჩვენებელი დადებითია და, 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმჯობესდება.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის სექტორი ერთადერთია, სადაც ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2021 წლის IV კვარტალში, პრეპანდემიურ პერიოდთან (2019 წლის IV კვარტალი) შედარებით, გაუმჯობესებულია (1.8 ქულით).


BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. BAG ინდექსის მიმდინარე კვლევა ნოემბრის თვეში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა. 

„2021 წლის მეოთხე კვარტალმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ბიზნესის როგორც მიმდინარე მდგომარეობა, ასევე მოლოდინები პოზიტიურია, ანუ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბიზნესის კლიმატის ინდექსი. აღნიშნული, რა თქმა უნდა, განაპირობა  ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ და ზოგადად მაკროეკონომიკური სურათის გაუმჯობესებამ. იმედს გამოვთქვამთ, რომ 2022 წლის მაჩვენებლები კიდევ უფრო კარგი იქნება და ბიზნესი ეტაპობრივად გამოვა იმ კრიზისიდან, რომელიც კოვიდპანდემიამ განაპირობა“- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

კვლევის ანგარიშის აღნიშნული ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ მომდევნო ბმულზე.

 



თეგები:
BAG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up