BAG-ი შრომის კანონმდებლობაში ინიცირებულ ზოგიერთ ცვლილებას ეკონომიკისა და შრომის ბაზრის განვითარების  მორიგ საფრთხედ აფასებს

BAG-ი შრომის კანონმდებლობაში ინიცირებულ ზოგიერთ ცვლილებას ეკონომიკისა და შრომის ბაზრის განვითარების მორიგ საფრთხედ აფასებს

access_time2020-06-17 13:55:07

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შრომის კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება შესაძლოა კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს შრომის ბაზრისათვის, ეკონომიკისა და ბიზნესგარემოსათვის, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს კორონავირუსის გამო არსებული რთული გამოწვევები.


„ბოლო სამი თვის განმავლობაში ბიზნესმა და დასაქამებულებმა ერთად ურთულესი პერიოდი გავიარეთ, შეუძლებელია იმის შეფასება, თუ რა ძალისხმევად, რა ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზაციის ფასად დაუჯდა თითოეულ კომპანიას ყოველი სამუშაო ადგილის შენარჩუნება და რაოდენ დიდი ტრაგედიაა თუნდაც დროებით დათხოვნილი თითოეული თანამშრომელი.


ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში, შეუჩერებლად ვმუშაობდით ასოციაციის წევრ კომპანიებთან, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, რათა მინიმალურ დონეზე მაინც შენარჩუნებულიყო კომპანიების აქტივობა და სამუშაო ადგილები ამ კომპანიებში. დიდწილად ჩვენ ეს შევძელით გაერთიანებული ძალისხმევით და ახლაც შეუჩერებლივ ვაგრძელებთ მუშაობას ეკონომიკის სტიმულირების მხარდაჭერ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობის გზით, რათა ქვეყანამ შეძლოს და სწრაფად დააღწიოს თავი ეკონომიკურ რეცესიას.


დღეს, ზემოაღნიშნულის ფონზე, შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად ნორმირებული სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების ლიმიტის მკვეთრი ზრდა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება და შრომის ინსპექციის მანდატის პრაქტიკულად განუსაზღვრელი გაფართოვება, გარდაუვლად გამოიწვევს სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირების მორიგ ტალღას, სამომხმარებლო ფასების კიდევ უფრო ზრდას.



ამასთან, ძალიან სამწუხაროა, რომ ცვლილებათა პაკეტის ინიციატორებმა არ გაითვალისწინეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის დეკემბერში მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მსგავსი ტიპის ინციატივებზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების მომზადების ვალდებულებას ითვალისწინებს.


შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, თანამედროვე ევროპული პრაქტიკის შესაბამისად მოხდეს კანონის მიღებით გამოწვეული დადებითი და უარყოფითი შედეგების მიუკერძოებელი და მეთოდოლოგიურად გამართული წინასწარი შეფასება და საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის მხოლოდ აღნიშნული შეფასების გაცნობის შედეგად განხილვა.


აქვე უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით შრომით ურთიერთობებში დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის ერთგული, ვუჭერდით და დღესაც ვუჭერთ მხარს ისეთი ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებს, როგორიცაა მაგალითად დისკრიმინაციისა თუ იძულებითი შრომის პრევენცია, საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, დედებისა და ქალების შრომითი უფლებების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, შრომითი დავების გადაწყვეტის მექანიზმების დახვეწა თუ სხვა.


ჩვენ კარგად გვესმის ისიც, რომ ქვეყანაში დღემდე გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს ზემოთ ჩამოთვლილი თუ სხვა, უკვე არსებული შრომითი სტანდარტების დაცულობა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მზადოფნას, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, სოციალურ პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ და დავხვეწოთ დღეს არსებული მექანიზმები, რათა დასაქმებულებმა შეძლონ მათი უფლების დარღევის შემთხვევაში დავის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის მექანიზმებით სარგებლობა“-აცხადებენ ასოციაციაში. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up