BAG-დროა გადამზიდავი სატვირთო მანქანების ავზებით აღურიცხავი საწვავის  შემოტანის აღსაკვეთად ქმედითი ღონისძიებები იქნეს გატარებული

BAG-დროა გადამზიდავი სატვირთო მანქანების ავზებით აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღსაკვეთად ქმედითი ღონისძიებები იქნეს გატარებული

access_time2020-03-09 11:25:58

„ყველას გვესმის, რომ საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია ქვეყნისთვის. თანამედროვე და ცივილური ტრანზიტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოში მოღვაწე ნავთობკომპანიებმა განახორციელეს მსხვილი ინვესტიციები და ჩქაროსნული ავტო-მაგისტრალის მიმდებარედ უკვე ფუნქციონირებს ყველასათვის მოსაწონი რამოდენიმე დასვენებისა და მომსახურების მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელთა დონე და სერვისის ხარისხი შეიძლება ასწრებდეს კიდეც ნებისმიერი ევროპული ქვეყნის სტანდარტს“-ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე აცხადებს.


მისი ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში შემოსული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ ჯამურად 100 000-ს ერთეულს გადააჭარბა, ხოლო მხოლოდ 2020 წლის იანვარში - უკვე 25 000-სს. სამწუხაროდ, ამ პოზიტიური სტატისტიკის მიღმა თავი იჩინა აღურიცხავი საწვავის შემოტანის პრობლემამ, რომელსაც შემდეგი გარემოებები განაპირობებენ:


საწვავის დაბალი ფასი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, რუსეთი);


არასრული ადმინისტრირება;


ავზით შემოტანილი საწვავის რაოდენობაზე საკანონმდებლო შეზღუდვის არქონა;ხელსაყრელი გარემო (სხვადასხვა ტიპის ავტო-გასამართი სადგურები) აღურიცხავი საწვავის რეალიზაციისათვის.



სამწუხაროდ, ქვეყანაში ქაოტურად მიმოფანტული არაბრენდული გასამართი სადგურების ნაწილი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა გზებითა და საშუალებებით აღურიცხავად შემოტანილი საწვავის რეალიზაციაში. ამგვარი ქმედება არამხოლოდ მნიშვნელოვანი კანონდარღვევაა, არამედ ქმნის არაკონკურენტულ, არასამართლიან გარემოს ბაზრის კეთილსინდისიერ მოთამაშეებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ამგვარი არხებით ქვეყანაში შემოსული საწვავის არსებობით სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს კარგავს და თუკი გადამზიდავი ავტომობილების რაოდენობის მზარდ ტრენდს გავითვალისწინებთ - ზემოთქმული მანკიერი დინამიკა მომავალში კიდევ უფრო თვალშისაცემი უნდა გახდეს.


ადმინისტრირების გაძლიერება პრობლემის მოგვარების მხოლოდ ერთი ნაწილია. ვფიქრობთ - აუცილებელია დაწესდეს დასაშვები ზღვარი სატვირთო ავტომობილების ავზით ქვეყანაში შემოტანილი საწვავის რაოდენობასთან დაკავშირებით - ამის პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს და სწორედ ამგვარი მექანიზმები გამოიყენება ადგილობრივი ბაზრების დასაცავად მსგავს ვითარებებში. პარალელურად, საჭიროა მონიტორინგის გაძლიერება სატვირთო ავტომობილებზე კუსტარულად დამონტაჟებულ ავზებთან დაკავშირებით - ვფიქრობთ, საჭიროა ამჟამად მოქმედი ჯარიმის გაზრდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ შედეგს, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი არ დაკარგავს კუთვნილ თანხებს, ხოლო კეთილსინდისიერი მეწარმეები შეძლებენ სამართლიან, კონკურენტულ გარემოში საკუთარი ბიზნეს საქმიანობის განხორციელებას.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up