BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა

BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა

access_time2020-08-03 12:25:50

2020 წლის მეორე კვარტლის დასასრულს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსმა „რეცესიის“ მეოთხედიდან (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, ნეგატიური მოლოდინი) „აღმასვლის“ მეოთხედში (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, პოზიტიური მოლოდინი) გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივნისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის ასასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა კვლავ უარყოფითად, თუმცა მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი პოზიტიურად შეაფასეს. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელმა -12.3 ქულა, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელმა _ 12.2 ქულა შეადგინა (იხ. გრაფიკი). მიმდინარე მდგომარეობის ნეგატიური შეფასების მიუხედავად, მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის შედეგები გაუმჯობესებულია აპრილთან შედარებით, როცა მიმდინარე მდგომარეობა მკვეთრად ნეგატიურად (-44.5 ქულით) შეფასდა. საგრძნობლად არის გაუმჯობესებული მომდევნო ექვსი თვის მოლოდინიც. კერძოდ, აპრილში ჩატარებულ გამოკითხვის საფუძველზე, ასოციაციის წევრების მოლოდინის საშუალომ-47.4ქულა შეადგინა.

2020 წლის II კვარტალში, სექტორებს შორის, BAG ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი მხოლოდ ვაჭრობის სექტორისთვის არის დადებითი. მიმდინარე მდგომარეობა უარყოფითად შეფასდა სამ სექტორში - მრეწველობაში, მომსახურებასა და მშენებლობაში. ხოლო მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი მხოლოდ მშენებლობის სექტორში შეფასდა უარყოფითად. მეორე კვარტლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, მოლოდინი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში. დადებითი ტრენდია მშენებლობის სექტორშიც (მიუხედავად ნეგატიური მოლოდინისა). ხოლო მრეწველობის სექტორში ამჟამად არსებული მოლოდინი ნეიტრალურია.

ცხრილი: საბალანსო მნიშვნელობები სექტორების მიხედვით 2020 წლის II კვარტალში

BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი, რომელიც გამოითვლება BAG-ის წევრი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე, აღწერს მიმდინარე მდგომარეობას და ბიზნესის მოლოდინებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი წარმოადგენს მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინების საბალანსო მნიშვნელობების საშუალოს. BAG-ის ბიზნეს კლიმატის ინდექსის მნიშვნელობა შესაძლოა იყოს -100-სა და +100-ს შორის. +100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი მიმდინარე მდგომარეობას და მოლოდინს აფასებს დადებითად, ხოლო -100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი მიმდინარე მდგომარეობას და მოლოდინს აფასებს უარყოფითად.



BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში, გარდა მიმდინარე მდგომარეობისა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის შეფასებისა, BAG-ის წევრი კომპანიები, ასევე, აფასებენ გაყიდვების ფასების, გაყიდვების/ბრუნვის/მოთხოვნისა და დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებას გასულ კვარტალში  და მოლოდინს მომდევნო კვარტლისათვის. ასევე BAG-ის წევრები ასახელებენ მათი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს, აფასებენ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, აჯამებენ თავიანთ საინვესტიციო გეგმებს და აფიქსირებენ ლარის გაცვლით კურსის შესახებ არსებულ მოლოდინს. სწორედ ამიტომ, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნეს გარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციადა PMCG კვლევითი ცენტრი IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. BAG ინდექსის წარმოება საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2019 წელს დაიწყო.  BAG ინდექსი ყოველ კვარტალურად ქვეყნდება და იგი საზოგადოებას აცნობს დროის კონკრეტულ მომენტში ბიზნეს წრეებში არსებულ განწყობასა და ბიზნესის მოლოდინს.


კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up