ბადრი არაბიძე: „გამიხარდება, თუ ახალგაზრდები ამ პროფესიას დაეუფლებიან და წარმატებულ სამთოელებად ჩამოყალიბდებიან“

ბადრი არაბიძე: „გამიხარდება, თუ ახალგაზრდები ამ პროფესიას დაეუფლებიან და წარმატებულ სამთოელებად ჩამოყალიბდებიან“

access_time2020-10-01 17:05:19

ბადრი არაბიძე კომპანია „საქნახშირის“ ერთ-ერთი ყველაზე ძველი თანამშრომელია. სამთო-მოპოვებით სფეროში მუშაობა 20 წლის ასაკში, მუშის პოზიციიდან დაიწყო. უკვე 47 წელია საყვარელ საქმეს აკეთებს და ამასობაში, მოსაყოლიც ბევრი დაუგროვდა. 


ადრი არაბიძე, „საქნახშირის“ დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში: „ქვა-ნახშირის წარმოაებას დიდი ისტორია აქვს. ნახშირის აღმოჩენა 1846 წლიდან ფიქსირდება. იყო ასეთი პიროვნება, საყვარელიძე. მის სახელს უკავშირდება ტყიბულის ტერიტორიაზე ქვა-ნახშირის მოძიება. თავიდან, ქვა-ნახშირის კუსტარული გამოყენება ხდებოდა სამჭედლოებში. ახლაც არსებობენ სხვადასხვა სოფლებში მჭედლები, რომლებიც ქვა-ნახშირს იყენებენ. შემდეგ თანდათანობით მოხდა დაძიება. დადგინდა რომ არსებობდა მარაგები და დაიწყო აქტიური გამოყენება. თავდაპირველად მისი ტრანსპორტირება ფოთში ურმებით ხდებოდა (იმ პერიოდში ქვა-ნახშირი საზღვაო ფლოტში გამოიყენებოდა). შემდეგ უფრო მოთხოვნადი გახდა და 1887 წელს ტყიბულში რკინიგზაც შემოიყვანეს.


თავიდან, ქვა-ნახშირს ხალხი კუსტარულად მოიპოვებდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო მისი ზედაპირული წესით მოპოვება (ქვა-ნახშირს ამოსავალი ჰქონდა ზედაპირზე). თანდათან დაიწყო მოცულობების გაზრდაც და ამიერკავკასიის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა მისი წარმოება (ტყიბულის გარდა ქვა-ნახშირს მოიპოვებდნენ ტყვარჩელში და ახალციხეშიც. ახალციხეში უფრო დაბალი ხარისხის, მურა ნახშირია).


მოგვიანებით, იმდენად მნიშვნელოვანი გახდა ქვა-ნახშირის წარმოება, რომ გაჩნდა ქალაქი - განვითარდა ინფრასტრუქტურა, გაკეთდა საბაგირო გზები, გაიხსნა სკოლა, სპორტული მოედნები და ფაქტობრივად, მთელი ქალაქი ქვა-ნახშირის მრეწველობის ბალანსზე იყო. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ იყო ქვა-ნახშირი და შემდეგ გაჩნდა ქალაქი. ტყიბულში დაახლოებით 43000 ადამიანი ცხოვრობდა. ძალიან საინტერესო და ლამაზი ქალაქი იყო, თავისი სამთო ინტელიგენციით. 18 სამრეწველო ორგანიზაცია განვითარდა და ძალიან ბევრი მოწვეული სპეციალისტიც ცხოვრობდა - სხვადასხვა რეგიონიდან განაწილებული ადამიანები აქ დარჩნენ, დაოჯახდნენ და დღემდე აქ ცხოვრობენ.


როდის დაიწყო მიწისქვეშა შახტების მშენებლობა?


მიწისქვეშა შახტების მშენებლობა მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. 1941 წელს ტყიბულში მიწისქვეშა დამუშავების მოპოვებით პირველი შახტა, „სტალინის სახელობის“ შახტა გახისნა (ახლა უკვე „დასავლეთის შახტა“). მომდევნო წელს, მსოფლიო ომის პერიოდში გაიხსნა „ლენინის სახელობის“ შახტა, რომელსაც ახლა „ძიძიგურის შახტას“ ეძახიან. 1946 წელს არსებობდა „სერგო ორჯონიკიძის“ სახელობის შახტა, შემდგომ წლებში „წულუკიძის შახტა“ დაერქვა. „მინდელის შახტა“ ყველაზე ახალია, ის 1973 წელს გაიხსნა და ახლაც ფუნქციობს. ელიზბარ მინდელი იყო წარმოშობით რაჭველი, დიდი სამთოელი, იმ პერიოდში მძიმე მრეწველობის მინისტრის მოადგილეც კი იყო. ტყიბულში იმ დროს უკვე 4 შახტა ფუნქციობდა და წარმადობამ მილიონ ხუთასიათას ტონას მიაღწია.


ქვა-ნახშირის მოპოვება მძიმე მრეწველობის ერთ-ერთი დარგია და არც ისე მარტივი სამუშაოა. იყო დრო, რომ მეშახტეები ომში არ მიჰყავდათ, რადგან ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ქვა-ნახშირის მრეწველობა იყო. დღესაც, მსოფლიო ელექტროენერგიის 50 % ქვა-ნახშირის თბოელექტროსადგურებზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ წინა პლანზე წამოვიდა ჰიდროელექტროსადგურები და ატომური ენერგია. ენერგია იმდენად მოთხოვნადია, რომ ქვა-ნახშირის მნიშვნელოვანი წილი ენერგეტიკაში გამოიყენება. ქვა-ნახშირის როლი შეუცვლელია მეტალურგიაშიც.



მიუხედავად ამისა, იყო პერიოდიც, როდესაც ქვა-ნახშირის რეალიზაციის მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო...


დიახ, 70-იანი წლებიდან, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, გაზისა და ნავთობის წარმოების გაზრდასთან ერთად, ქვა-ნახშირის რეალიზაცია შემცირდა და დაღმასვლა დაიწყო. ეს განსაკუთრებით საქართველოს დაეტყო. ჩვენი ქვა-ნახშირი დიდი რაოდენობით გამოიყენებოდა როგორც კოქსო კონცენტრანტი. ასევე გამოიყენებოდა ენერგეტიკაში, მეტალურგიაში და გარკვეული რაოდენობა გადიოდა საზღვარგარეთ (იგზავნებოდა უკრაინის თბოელექტროსადგრუში). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვა-ნახშირის რეალიზაცია გახდა მტკივნეული წერტილი. 1995 წლიდან ფაქტობრივად უძრაობის რეჟიმში გადავედით, შახტები სულს ღაფავდა. ორმა შახტამ ამოწურა მარაგები და დარჩენილი ორი კი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმ დროს კომპანიაში დაახლოებით 300 თანამშრომელი იყო დარჩენილი. ეკონომიურადაც ცუდ მდგომარეობაში ვიყავით. ჩვენი მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა შახტები, ამიტომ სახელმწიფოსთვის დიდ ტვირთად ვეწექით.


2006 წელს გავხდით კერძო საწარმო. 2008 წლიდან თანდათანობით აღდგა ქვა-ნახშირის წარმოება. ბოლოს, ყველაზე დიდი გაჩერება 15 თვეს გაგრძელდა (2018 წლის უბედური შემთხვევების გამო). მოხდა საწარმოს შეჩერება. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა შრომის დისციპლინაზე და ნაყოფიერებაზე. მეშახტეებს ხელფასს აძლევდნენ მაგრამ არაფერი კეთდებოდა.


რა ცვლილებები განხორცილედა 2019 წლიდან?


2019 წელს შემოვიდა გერმანული კომპანია DMT რომელმაც ჩაატარა შესწავლა, ინფასრტუქტურულ-ტექნოლოგიური პროცესების მიმართულებით გასცა რეკომენდაციები. მინდა მადლობა ვუთხრა ახალ კომპანიას, აქვთ გრძელვადიანი პროგრამა, სადაც გათვალისწინებულია მოპოების გაზრდა, მომხმარებლის მოძიება, პირობების გაუმჯობესება. მათი მოსვლის დღიდან, უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. გასაკეთებელი კიდევ ბევრია. შრომის და საშემსრულებლო დისციპლინის მხივ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. უნდა აღინიშნოს, რომ კვალიფიციური პერსონალის სერიოზული დიფიციტია - როგორც ინჟინერ-ტექნიკოსების, ისე მუშა პერსონალის. სამთოელობა ყოველთვის ძალიან პრივილეგირებული პროფესია იყო. სამთო-გეოლოგიურს რომ დაამთავრებდა ადამიანი, დიდ პრესტიჟად ითვლებოდა და გოგონებსაც მოსწონდათ. რთული პროფესიაა, მაგრამ ვაჟკაცური. მინდა მომავალშიც ასე იყოს. გამიხარდება, თუ ახალგაზრდები ამ პროფესიას დაეუფლებიან და წარმატებულ სპეციალისტებად ჩამოყალიბდებიან.


რა არის საჭირო იმისათვის, რომ სამუშო პროცესი უსაფრთხოდ და ეფექტიანად წარიმართოს?


სამთო საწარმოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და უსაფრთხოების წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეულ ჯგუფს ჰყავს თავისი ინჟინერ-ტექნიკური ხელმძღვანელი, რომელსაც უსაფრთხოების დაცვა ევალება. ჩვენ თუ არ დავუშვებთ შეცდომას, არაფერი მოხდება (ყოფილა ბუნებრივი მოვლენებიც, მაგალითად მიწისძვრები, მაგრამ სხვათა შორის, ბიძგები მიწის ქვეშ უფრო ნაკლებად იგრძნობა).


ჩვენს საქმეში დისციპლინა და უსაფრთხოების წესების დაცვა უმთავრესია. ამ მხრივ ნელ-ნელა მივდივართ უკეთესობისკენ, იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები. უკვე ფუნქციობს ავტომატური საგაზო დაცვის სისტემა. ბურღვა-ფეთქვითი სამუშაოებისას თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე, სპეციალურ თავშესაფრებში გადმოყვანა განსაუთრებულად კონტროლდება. წესრიგდება სალიანდაგო მეურნეობები, გვირაბები, თავისი კვეთებით. მოწესრიგდა ადმინისტრაციული შენობა. კეთდება სველი წერტილები, აბანო-გარდერობები. ხდება თანამშრომლების გადამზადება, სწავლება და ინსტრუქტაჟების ჩატარება.


როგორია კომპანიის გრძელვადიანი გეგმები მოპოვების მიმართულებით?


ამ დროისათვის, კომპანიას 331 მილიონ ტონაზე აქვს ლიცენზია აღებული. მოკლევადიანი პროგრამით გათვალისწინებულია 300 000 ტონაზე ასვლა, ხოლო გრძელვადიანი პროგრამა 500 000 ტონის და მომდევნო წლებში, მილიონი ტონის მოპოვებას ითვალისწინებს. იგეგმება 300 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის აშენება, რაც უმნიშვნელოვანესი პროექტია როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის.“


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up