ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი დაზღვევა“ დატოვა. ბადრი ჯაფარიძე სადაზღვევო კომპანიაში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. მის ნაცვლად საბჭოში გიორგი თხელიძე შევიდა.
„თიბისი დაზღვევას“ სამეთვალყურეო საბჭოში კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს - თორნიკე გოგიჩაიშვილი. სადაზღვევო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ვახტანგ ბუცხრიკიძე უდგას სათავეში.
“თიბისი დაზღვევა“ მოზიდული პრემიით სადაზღვევო ბაზრის TOP-5 -შია. გასულ წელს კომპანიამ 81.32 მლნ ლარის პრემია მოიზიდა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობა 30.4 მლნ იყო.
თიბისი ლიდერია ავტოდაზღვევის კუთხით. ამ ბაზარზე 26% უჭირავს.
წყარო: gbc.ge