ბადრი ჯაფარიძე:,,ინფლაციის მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია’’

ბადრი ჯაფარიძე:,,ინფლაციის მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია’’

access_time2019-11-04 21:14:33

,,საგანგაშოდ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი. უნდა შეიქმნას ეკონომიკური ინიციატივების ერთობა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან’’, - ასე აფასებს ბადრი ჯაფარიძე ,,საქსტატის’’ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემს, რომლის თანახმადაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ოქტომბერში 6.9 პროცენტს გაუტოლდა.


,,ასეთი მაღალი ინფლაცია პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ნაწილს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ამცირებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ. საგანგაშოდ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი. იმდენად, რომ უნდა შეიქმნას ეკონომიკური ინიციატივების ერთობა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაღალი ინფლაცია გამოწვეულია გაუფასურებული კურსის გამო. ფაქტია, რომ ლარის კურსის დაწევა დოლართან მიმართებაში რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული, მათ შორის პირდაპირი ინვესტიციების კლებით. ანუ მყარი ვალუტის შემოდინებამ იკლო ქვეყანაში. ვგულისხმობ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რომელიც არის არა მხოლოდ მყარი ვალუტის შემოდინების, არამედ ახალი საწარმოების შექმნის ან არსებული საწარმოების გაფართოების წყარო. 54%-იანი ვარდნა მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემა. ამან, ეკონომიკის არაეფექტურმა მართვამ და კიდევ სხვა ფაქტორებმა გამოიწვია ლარის კურსის დაცემა.


რაც შეეხება ციფრს, რომლითაც ამაყობენ და აცხადებენ, რომ ოქტომბერში ეკონომიკის მაჩვენებელი გაიზარდა 5%-ით. იცით, რასთან შედარებით გაიზარდა? შარშანდელ მესამე კვარტალთან, როდესაც ძალიან დაბალი ზრდა დაფიქსირდა. დღეს გამოქვეყნდა სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის თანახმადაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2020 წლისათვის 4,3 პროცენტი იქნება. საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობდა, რომ მშპ-ს ზრდა 4.8 პროცენტი იქნებოდა. ეს არის ძირითადი პრობლემა, რომლის გადაჭრის არანაირი პროგრამა და ხედვა არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან. ინფლაცია, სამწუხაროდ, ურტყამს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს.



ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ლარის კურსის ვარდნა დოლართან მიმართებაში გამოწვეულია იმით, რომ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში. ეკონომიკა არაეფექტურად იმართება. ამან გამოიწვია ლარის გაუფასურება, რაც აისახა ინფლაციის გაორმაგებულ ტემპში. მიზნობრივი მაჩვენებელი 3% უნდა ყოფილიყო. ხოლო როდესაც 3%-დან 7%-ს ვიღებთ, ნიშნავს, რომ მათ მიერ გაკეთებული პროგნოზი არასანდოა. შესაბამისად, ეს ადამიანების და ინვესტორების მოლოდინებსაც ცვლის’’, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


"კომერსანტი" 




გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up