ბადრი ჯაფარიძე - საუბარი თითქოს ვინმეს ტურისტების შეზღუდვა ან მათთვის დაბრკოლების შექმნა უნდა, არის დემაგოგია და უსინდისო ტყუილი

ბადრი ჯაფარიძე - საუბარი თითქოს ვინმეს ტურისტების შეზღუდვა ან მათთვის დაბრკოლების შექმნა უნდა, არის დემაგოგია და უსინდისო ტყუილი

access_time2022-08-08 14:40:00

„ლელოს“ ინიციატივაში საუბარია ელემენტარულ რეგულაციაზე. როდესაც ამბობენ, თითქოს ვინმეს უნდა ტურისტების შეზღუდვა ან დაბრკოლების შექმნა, ეს არის დემაგოგია და უსინდისო ტყუილი, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა მისი პარტიის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედებს შესახებ.


როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებისთვის „არ არის უცხო არაადეკვატურად უპასუხოს სრულიად რაციონალურ წინადადებას“.


„საუბარი არ არის ტურისტების შემოდინების შეზღუდვაზე. ტურისტები დაუბრკოლებლად უნდა შემოვიდნენ ქვეყანაში, დაათვალიერონ ის და ამისთვის უნდა იყოს გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რომელიც გულისხმობს ძალიან ადვილად ვიზის აღებას საზღვარზე. „ლელოს“ ინიციატივაში საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთაც სურთ ხანგრძლივი ვადით დარჩენა ჩვენს ქვეყანაში და დღეს ის რეჟიმი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს, გულისხმობს 360 დღით ქვეყანაში გაჩერებას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ჩვენი ქვეყნის მიმართ რუსეთის ფედერაციას აქვს ძალიან მკაცრი სავიზო რეჟიმი და საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც სურთ რუსეთში გამგზავრება, საკმაოდ დიდი თანხის გაღება უხდებათ. მეორე მხრივ, რეგიონში მიმდინარეობს სისხლისმღვრელი ომი, რომელსაც აწარმოებს რუსეთი. ამ დროს, როდესაც იზრდება აგრესორი ქვეყნის მხრიდან ვიზიტორების რაოდენობა, საუბარია ელემენტარულ რეგულაციაზე და როდესაც საუბრობენ, თითქოს ვინმეს უნდა ტურისტების შეზღუდვა ან დაბრკოლების შექმნა, ეს არის დემაგოგია და უსინდისო ტყუილი. ჩვენ ვსაუბრობთ ელემენტარულ სავიზო რეჟიმზე. ტურისტებისთვის უნდა იყოს ძალიან მარტივი, რათა ტურისტების ნაკადი არ დაბრკოლდეს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მაგრამ ისე, როგორც მიღებულია ცივილიზებულ სამყაროში - როდესაც საუბარია ისეთ ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20%, იქ არსებობს გარკვეული რეგულაციები იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც სურთ ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენა. ეს აბსოლუტურად ნორმალური მოთხოვნაა და გამომდინარეობს ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.



ინტერპრესნიუსი






სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული
access_time2022-09-24 23:00:00
თბილისში კოსტავას 68-ში მდებარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა მორიგ აუქციონზე იყიდება. მიმდინარე აუქციონზე, რომელიც 30 სექტემბერსაა ჩანიშნული, ობიექტის საწყისი ღირებულება დღგ-ს გარეშე 65 000 000 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 76 700 000 ლარს შეადგენს, რომელიც მყიდველს შემდეგი გრაფიკით უნდა გადაიხადოს: 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში; 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31...

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა
access_time2022-09-25 11:00:20
აგვისტოს თვეში, ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 4,4%-ით გაიზარდა, რაც 650,305 მანქანას შეადგენს.    ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ASEA) მონაცემებით, ეს პირველი დადებითი შედეგი იყო 13 თვიანი ვარდნის...

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა
access_time2022-09-24 21:01:27
ბელარუსის მინისტრთა საბჭომ ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამავდროულად, რეზოლუციის მოქმედება არ ვრცელდება ბელარუსის რესპუბლიკის გარეთ ექსპორტირებულ საქონელზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში. ბელარუსიდან დროებითი ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაშია ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და სხვა...

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა
access_time2022-09-24 18:00:05
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე. ამასთან, კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის...

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე
access_time2022-09-24 17:20:47
საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა, ეს გამოწვეულია ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე მიმდინარე მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაციას, პროცესი ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. „ეს სამუშაოები დაიწყება მას...


მსგავსი სიახლეები

up