ბადრი ჯაფარიძე - „ლელო“ არის შესაძლებლობა, რომ საქართველო გახდეს ფლაგმანი რეგიონში

ბადრი ჯაფარიძე - „ლელო“ არის შესაძლებლობა, რომ საქართველო გახდეს ფლაგმანი რეგიონში

access_time2020-10-28 21:50:07

„ჩვენ უნდა დავასრულოთ „ქართული ოცნება“ და დავიწყოთ მუშაობა, რომ საქართველო გახდეს ფლაგმანი რეგიონში - ამ სიტყვებით, მოუწოდა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას „ლელოს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.




რესპუბლიკის მოედანზე „ლელოს“ მიერ გამართულ წინასაარჩევნო აქციაზე ბადრი ჯაფარიძემ მოსახლეობას ასევე, 28 ოქტომბრის ისტორიული მნიშვნელობა შეახსენა.




„დღეს 28 ოქტომბერს შესრულდა ზუსტად 30 წელი საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, საქართველოში პირველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების დღიდან. 1990 წლის 28 ოქტომბერს, ზვიად გამსახურდიას ლიდერობით, „მრგვალმა მაგიდამ“ გაიმარჯვა და დაამარცხა კომუნისტური პარტია. უზენაესმა საბჭომ შეასრულა ისტორიული მისია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე: აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, შეიქმნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და მე მქონდა ბედნიერება ჩემ მეგობრებთან ერთად, ხელი მომეწერა ქვეყნის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე. სამწუხაროდ, სახელმწიფო გადატრიალებამ შეაჩერა უზენაესი საბჭოს საქმიანობა და დღემდე არ არის შეფასებული ის უბედურება, რომელიც თავს დაგვატყდა მაშინ და მას შემდეგ“.





საქართველოს მოქალაქეებს ბადრი ჯაფარიძემ „ლელო საქართველოს მთავარი მისია, მიზნები და უპირატესობები გააცნო.

„ლელო საქართველოსთვის“, შეიქმნა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში დავუსვათ წერტილი სიძულვილს. დავუსვათ წერტილი საზოგადოების დაყოფას, დანაწევრებას. ადამიანების ურთიერთდაპირისპირებას. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელმაც საზოგადოებას შესთავაზა ყველაზე გამართული თანმიმდევრული გეგმა. გეგმა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ კრიზისიდან, სადაც შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ„. ეს ქვეყანა ვეღარ გაუძლებს იმ არაკომპეტენტურ და მავნებლურ პოლიტიკას, რომელსაც წლებია აწარმოებს „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.




„ლელოს“ გენერალური მდივანმა საკუთარ სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ, ახლად შექმნილი „ლელო“ შექმნის საქართველოს უპირატესობას რეგიონში.




„31 ოქტომბერს ჩვენ უნდა დავასრულოთ „ქართული ოცნება“ დავიწყოთ მუშაობა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ფლაგმანი რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ფლაგმანი ეკონომიკურად, ფლაგმანი ჯანდაცვის და განათლების სისტემების და ინფრასტრუქტურის განვითარებით დონით. ასეთ ქვეყანას ავაშენებთ ჩვენ თქვენთან ერთად. ჩვენი გეგმის განხორციელება მოგვცემს საშუალებას საქართველო დაბრუნდეს მის ისტორიულ ადგილზე - ევროპულ ოჯახში. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.




NS






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-02 21:00:39
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე 2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და...

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება
access_time2021-03-02 17:20:09
მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის - ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა: მწვანე შუქი პარტნიორობისთვის "ვენის "აუსტრიას" ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით...

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა
access_time2021-03-02 20:00:43
ბოლო თვეებში სასურსათო პროდუქტების ფასმა მაქსიმუმს მიაღწია და ექსპერტების აზრით, ვითარება ძვირი სურსათის ახალი „სუპერციკლისკენ“ მიდის. ეს მასობრივი უმუშევრობის და შემოსავლების კატასტროფული ვარდნის ფონზე ხდება. მომხმარებლებზე ზეგაგვლენას ზრდადი ინფლაციაც ახდენს. Bloomberg-მა გაანალიზა მდგომარეობა 5 ქვეყანაში, სადაც ფასების ზრდამ და ინფლაციამ განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს მიაღწია. ბრაზილია ეს არის ლათინური...

Foreign policy: უკრაინა რეფორმებზე უარს ამბობს

Foreign policy: უკრაინა რეფორმებზე უარს ამბობს
access_time2021-03-02 19:00:23
უკრაინაში საგარეო ვალი მუდმივად იზრდება, მაგრამ მთავრობა პრეზიდენტ ზელენსკის მეთაურობით ამ პრობლემას მხოლოდ აღრმავებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელისუფლებისგან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ რეფორმების ჩატარებას მოითხოვს, თუმცა, კიევი ამ მოთხოვნის იგნორირებას ახდენს და ამავე დროს ვალებს სულ უფრო აგროვებს. ეს საშიში სტრატეგიაა ქვეყნისთვის, რომელსაც ჰაერივით სჭირდება კარგი ურთიერთობები დასავლეთთან და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. თანაც იმ დროს, როდესაც...

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს
access_time2021-03-02 12:00:35
გასართობი პორტალი SILKGAMES.GE მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებისთვის შეიქმნა და ყველა ჟანრის 500-ზე მეტი თამაში გააერთიანა. პორტალით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სმარტფონისთვის, ისე პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობისთვის. Silk Games სერვისის 30 დღიანი სარგებლობის საფასური 5 ლარია. მობილური ნომრით რეგისტრირებული მომხმარებელი ავსებს ანგარიშს და სარგებლობს სერვისით შეუზღუდავად 24/7. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე დღეს...


მსგავსი სიახლეები

up