ბადრი ჯაფარიძე - ქვეყანა დღეს უკვე გადადის მაღალი ვალის მქონე ქვეყნების ჯგუფში, რადგან ამ წლის ბოლოს ვალის ოდენობა 32,1 მილიარდ ლარს მიაღწევს

ბადრი ჯაფარიძე - ქვეყანა დღეს უკვე გადადის მაღალი ვალის მქონე ქვეყნების ჯგუფში, რადგან ამ წლის ბოლოს ვალის ოდენობა 32,1 მილიარდ ლარს მიაღწევს

access_time2021-06-08 17:20:00

ქვეყანა დღეს უკვე გადადის მაღალი ვალის მქონე ქვეყნების ჯგუფში, რადგან ამ წლის ბოლოს, ვალის ოდენობა 32,1 მილიარდ ლარს მიაღწევს, ეს სამწუხაროდ, იმას ნიშნავს, რომ საინვესტიციო მიმზიდველობისადმი მნიშვნელოვანი ზიანი იქნება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ქვეყანას ყველა მხრივ სერიოზული გამოწვევები აქვს.


„გუშინ, პარლამენტში მთავრობის მოხსენება შემოვიდა, ანგარიში განვლილ პერიოდში მათი გაწეული მუშაობის შესახებ, ცხადია, რომ ეს მოხსენება იქნება ჩვენ მიერ უკიდურესად კრიტიკულად შეფასებული. როცა აქ იქნება პრემიერ-მინისტრი და ჩვენ გვექნება საშუალება დეტალურად გამოვახტოთ ჩვენი დამოკიდებულება მთავრობის საქმიანობისადმი, რომელიც შეგვიძლია ვთქვთ, რომ არ იმსახურებს არანაირ დადებით შეფასებას, პირიქით, ყველა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშში თქვენ წაიკითხავთ, თითქოს მიღწევები გვაქვს საგარეო მიმართულებით, უსაფრთხოების მიმართულებით, ეს მე მგონი, პირიქით უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ სამწუხაროდ, ყველა მხრივ გვაქვს სერიოზული გამოწვევები.


ამჯერად თქვენი ყურადღება მინდა იმ გარემოებასთან დაკავშირებით შევაჩერო, რომ ასეთი ცუდი საქმიანობის დროს, ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯები იზრდება. მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიერ თავის დროზე, ეს იყო პრემიერ-მინისტრი ბახტაძე, გაცხადდა, რომ ბიუროკრატიულ-ადმინისტრაციული ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში უნდა ყოფილიყო 3,8%-ის დონეზე. ახლა 2020 წლის შედგეებით, ეს შეადგენს, 7,55-ს, ანუ გაორმაგებულია იმასთან შედარებით, რაც იყო სამიზნე, მოთხოვნა თქვენი მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.



მისივე განმარტებით, ეკონომიკის კატასტროფულად შემცირების მიუხედავად, ბიუროკრატიული ხარჯი იზრდება.


„ბოლო წლებში, ყოველწლიურად, საჯარო სამსახურში ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ანაზრაურება 100-დან 150 მილიონ ლარის ოდენობით გაიზარდა, ამავდროულად, სახელმწიფო აუდიტის დასკვნა საუბრობს გადახარჯვებზე მათ შორის, საწვავის მიმართულებით და არანაირი რეაგირება არ ჩანს. ამასთან ერთად, 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს შრომის ანაზღაურება საჯარო სექტორში გაიზარდა 160 მილიონი ლარით, ანუ მთლიანობაში ცალსახად იკვეთება ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯის ზრდა და ეს ხდება იმ პირობებში, როცა მთავრობა აპირებს აიღოს 2021 წელს 5 მილიარდ ლარზე მეტი ახალი სესხი და სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები 16,8 მილიარდი ლარია, რაც 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 1,7 მილიარდი ლარით ნაკლებია და ამ ფონზე კვლავ იზრდება ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯები.


ბოლო წლებში ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების ფარდობა მშპ-სთან ანუ მთავრობის ზომა საშალოდ 30,5% უნდა ყოფილიყო, ჩვენ გასულ წელს ეს ციფრი კვლავ გაზრდილი გვაქვს. ეს ხდება იმ პირობებში, როცა შარშან ეკონომიკა შემცირდა კატასტროფულად, იმის ნაცვლად, რომ ადეკვატური ნაბიჯი - ბიუროკრატიული ხარჯის შემცირება მომხდარიყო, ჩვენ პირიქით ვნახეთ, რომ ეს ხარჯები იზრდება. საბოლო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი გეგმა იმასთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა მოხდეს მთავრობის ზომის შემცირება, როგორ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ამავდროულად, ეფექტურობის გაზრდა, არ არსებობს. ქვეყანა დღეს უკვე გადადის მაღალი ვალის მქონე ქვეყნების ჯგუფში, რადგან ამ წლის ბოლოს ვალის ოდენობა 32,1 მილიარდ ლარს მიაღწევს, ეს სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ იქნება მნიშვნელოვანი ზიანი საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობისადმი და მაკროეკონომიკური სატაბილურობსიათვის. ამ ფონზე, როცა ბიუროკრატიული და მთავრობის ხარჯები გვეზრდება და პარალელურად, ჯანდაცვის პროგრამაზე არასაკმაირისი თანხები იქნა გამოყოფილი და ამით აიხსნება ვაქცინაციასთან დაკავშირებული სამარცხვინოდ დაბალი ტემპი, არასაკმარისი მარაგების არსებობა და დაავადებულებში სიკვდილიანობის რიცხვის რეკორდული ზრდა. აუცილებელია, ჩვენ ქვეყანას ჰყავდეს არა ასე გაზრდილი ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების მქონე მთავრობა, არამედ, მცირე და მოქნილი მთავრობა და ასევე უნდა მოხდეს, მმართველობის ხარჯის და მთავრობის ზომის შემცირება დაუყოვნებლივ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up