ბადრი ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ არავინ ეკითხება, სურს თუ არა მას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს

ბადრი ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ არავინ ეკითხება, სურს თუ არა მას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს

access_time2021-09-15 14:00:00

„ქართულ ოცნებას“ არავინ ეკითხება, სურს თუ არა მას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს, - ეს განცხადება დღეს პარლამენტში ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა, რითაც ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა.



მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერთა განცხადებები იმის თაობაზე, ადგილობრივ არჩევნებში 1% რომ აიღონ, პარლამენტის ვადამდელი არჩევნები მაინც არ ჩატარდება, ერთადერთ მიზანს ემსახურება - მოხდეს ამომრჩეველთა დემოტივაცია და ადამიანები საარჩევნო ყუთთან არ მივიდნენ.



ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, მმართველი პარტიის ლიდერთა სურვილია, დანერგონ განცდა, რომ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება და ამ ხრიკებს არავინ არ უნდა წამოეგოს.




„არა მხოლოდ კუბილიუსის, არამედ ევროპარლამენტარების პოზიციაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები შეასრულოს. ამისთვის ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული. მათ ყველა ვალდებულების შესრულება აუცილებლად მოუწევთ, მათ შორის იმ ვალდებულების შესრულებაც, რაც ასე უხეშად დაარღვიეს. რაც შეეხება 43%-თან დაკავშირებით განსაზღვრულ ვალდებულებას, „ქართულ ოცნებას“ არავინ ეკითხება, მას სურს თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არა თუ 43%-ზე დაბალია, არამედ არის ბევრად უფრო დაბლა, ვიდრე 40%. მათი მხარდაჭერა თბილისში მაქსიმუმ 20%-25%-ს შეადგენს. ჩვენს თანამოქალაქეებს მიღებული აქვთ გადაწყვეტილება - ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა იყოს გასტუმრებული!“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.



ipn.ge












„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up