ბადრი ჯაფარიძე - პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამოვიყენეთ, რომ განგვეხილა მიშელის დოკუმენტის განხორციელების გზები

ბადრი ჯაფარიძე - პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამოვიყენეთ, რომ განგვეხილა მიშელის დოკუმენტის განხორციელების გზები

access_time2021-05-14 13:40:00

ეს შეხვედრა გამოვიყენეთ, რომ პარლამენტის სპიკერთან ერთად განგვეხილა შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელების გზები და ოპტიმალურად როგორ შევძლოთ, რომ ესა თუ ის პუნქტი დაპირისპირების საფუძვლად არ გადაიქცეს, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


მისივე თქმით, შეხვედრა გაცნობით ხასიათსაც ატარებდა.



„ჩვენ ვისაუბრეთ შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის თემაზე. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ჩვენ გუშინ განვაცხადეთ ფრაქციის შექმნის თაობაზე, ამიტომ ეს შეხვედრა გამოვიყენეთ, რომ პარლამენტის სპიკერთან ერთად განგვეხილა შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელების გზები და ოპტიმალურად როგორ შევძლოთ, რომ ესა თუ ის პუნქტი დაპირისპირების საფუძვლად არ გადაიქცეს და ჩვენ მოვახერხოთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე შეჯერება. რა თქმა უნდა, გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გახდეს სრულიად სხვა სტანდარტის არჩევნები, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი გართულებები, რომელიც ჩვენ ვნახეთ გასული წლის არჩევნების შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის, ოდირის, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება. ეს იქნება ერთადერთი გზა, რომ არჩევნებამდე მივიდეთ ნორმალურად, მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები და არჩევნების შედეგებმა არ დაბადოს კითხვის ნიშნები. ასევე ვისაუბრეთ შარლ მიშელის დოკუმენტის სხვა პუნქტებთან დაკავშირებითაც, სადაც ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს დოკუმენტის სულისკვეთება, ის კონკრეტული შეთანხმებები, რომელიც დოკუმენტის უკან დგას, არ იყოს ინტერპრეტაციის მცდელობა და შემდგომ პარლამენტში უმრავლესობის გამოყენება ამ სულისკვეთებასთან შეუსაბამო კანონპროექტების დარეგისტრირებით. ჩვენ შევეცდებით დავარწმუნოთ „ქართული ოცნება“, რომ ის განსხვავებები, რომელიც წინა შეხვედრაზე დაფიქსირდა, უნდა აღმოიფხვრას გამომდინარე ვენეციის კომისიის, ოდირისა და შარლ მიშელის დოკუმენტში მკაფიოდ გაწერილი პუნქტებიდან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


IPN.GE





500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up