ბადრი ჯაფარიძე - იმისათვის, რომ ქვეყანამ დაძლიოს სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ და არსებული მთავრობა ჩავანაცვლოთ ახალი ძალით

ბადრი ჯაფარიძე - იმისათვის, რომ ქვეყანამ დაძლიოს სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ და არსებული მთავრობა ჩავანაცვლოთ ახალი ძალით

access_time2020-10-22 21:25:08

დღეს „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ და პარტიის სხვა ლიდერებმა ოზურგეთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი სიორიძე წარადგინეს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


წარდგენის პარალელურად გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. პარტიის ლიდერებმა და ადგილობრივებმა რეგიონის პრობლემებსა და მისი მოგვარების ეფექტურ გზებზე ისაუბრეს.


ოზურგეთში ადგილობრივებს სიტყვით „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმართა და მათ მნიშვნელოვან არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.


„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და დაგვრჩა 8 დღე ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებებისთვის. ჩვენ უნდა დავიწყოთ მომავლის სახელმწიფოს შენება. 30 წლის წინ როდესაც ჩატარდა არჩევნები ყველამ მივეცით ხმა დამოუკიდებლობას და ერთ წელში გამოვაცხადეთ კიდეც. ახლა კი ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, უიმედობა ნეპოტიზმი. ამისთვის კი აუცილებლად უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. რაც შეეხება შემდეგ პერიოდს, ჩვენ „ლელოს ახალი მარშალის გეგმით“ ვგეგმავთ ქვეყნის რეკონსტრუქციას, რომელიც 4 წელში შედეგს გამოიღებს. ეს ცვლილებები რომ მივიღოთ აუცილებელია არსებული ხელისუფლების ახალი ძალით ჩანაცვლება და ეს ძალა არის, „ლელო““,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.



ადგილობრივებს სიტყვით მიმართა ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, „ლელო“ არის პარტია, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს მოაგვარებს.


„ერთი წლის წინ მე ჩემს ცხოვრებაში გადავდგი რადიკალური ნაბიჯი და წავედი პოლიტიკაში, რადგან შემეშინდა რომ ჩვენი ქვეყანა თავისი პოლიტიკის გამო გადაიჩეხებოდა უფსკრულში. რაც „ქართული ოცნების" მავნებლური ქმედებებით პროცესს დააჩქარებდა. ის რასაც აქამდე ვაკეთებდი იყო არასაკმარისი და შემოვუერთდი გუნდს რომელთანაც მაერთიანებს იდეოლოგია. ის ჯანსაღი განცდა რომელიც "„ლელოში“ მოსვლის დღიდან განვიცადე დღემდე არ მტოვებს და ამიტომ ვარ ამ გუნდში. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო გურულების ხმა საქართველოს პარლამენტში. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გურულების ინტერესები დავიცვა და მათი პრობლემებისა და სხვა საკითხების გადაჭრის ალტერნატიული გზები მოვნახო,“-განაცხადა სიორიძემ.


NS




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up