ბადრი ჯაფარიძე - ეს არის არჩევნები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილებისა და მომავლისათვის

ბადრი ჯაფარიძე - ეს არის არჩევნები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილებისა და მომავლისათვის

access_time2020-10-22 15:17:14

დღეს „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ და პარტიის სხვა ლიდერებმა ქობულეთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა ცივაძე წარადგინეს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



წარდგენის პარალელურად გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. პარტიის ლიდერებმა და ადგილობრივებმა რეგიონის პრობლემებსა და მისი მოგვარების ეფექტურ გზებზე ისაუბრეს. 



ქობულეთში ადგილობრივებს სიტყვით "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ლელოს“ მთავარი მიზანი გაჩერებული ქვეყნის ამოქმედებაა.



„ჩვენ უნდა დავძრათ ეკონომიკურად გაჩერებული ქვეყანა, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ვარდნა და დავიწყოთ ნამდვილი სახელმწიფოს მშენებლობა. ის დრო რომელიც არაკომპეტენტურმა პოლიტიკოსებმა დაგვაკარგინეს, უნდა ავანაზღაუროთ დაუზოგავი და თავდადებული შრომით. არცერთი წამი დასაკარგი არ გვაქვს, ამიტომ არჩევნებში უკლებლივ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ეს არ არის რიგითი არჩევნები, ეს არის არჩევნები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილებისა და მომავლისათვის,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.




ადგილობრივებს სიტყვით მიმართა ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა ცივაძემ. როგორც მან დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, "ლელო" არის ერთადერთი რეალური ალტერნატივა, რომელიც ქვეყანაში ორპოლუსიანობას დაასრულებს.



„ჩემთვის პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს კომფორტის ზონას, ეს ნიშნავს გაათმაგებულ მუშაობას და პასუხისმგებლობას თითოეული ჩემი თანამოქალაქის წინაშე. ამ ქალაქს სჭირდება ადამიანი, ვინც ხმამაღლა ჩართავს ქობულეთის საპარლამენტო მიკროფონს, რომელიც წლების განმავლობაში იყო გამორთული. რადგან არავის ჰქონდა გამბედაობა, ჩვენი ქალაქის პრობლემები ხმამაღლა ეთქვა. ჩვენს ქალაქს უამრავი პრობლემა აქვს, რომელიც არც ერთ დღეში შექმნილა და არც ერთ დღეში მოგვარდება, მაგრამ „ლელოს ახალი მარშალის გეგმით“ დავიწყებთ ეტაპობრივ რეკონსტრუქციას და 4 წლის განმავლობაში არამარტო კონკრეტულ რეგიონს, არამედ მთელ ქვეყანას შევცვლით უკეთესობისკენ,"- განაცხადა ცივაძემ.



„დღეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ყველანი საერთო მიზნისთვის გავერთიანდით, ეს არის ჩვენი მომავლის დაბრუნება“ - ამის შესახებ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.



„ჩვენი მიზანია, რწმენა დავუბრუნოთ იმ მოსახლეობას, რომლებსაც 30 წლიანმა პოლიტიკურმა ჭაობმა ყველანაირი იმედი დაუკარგა. ყოველდღიურად ვხვდებით მოსახლეობას და ვხედავთ იმედგაცრუებულ სახეებს, თუმცა მათ სჯერათ ახალი პოლიტიკური ძალის, ახალგაზრდობის და 56 ნომრის. დღეს ჩვენი გუნდი წარმოდგენილია ისეთი ადამიანებით, რომლებიც თავიანთ სახელს წლების განმავლობაში აშენებდნენ და ჩვენ მზად ვართ ხალხთან ერთად გამარჯვებისთვის.“ - განაცხადა კუპრაძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up