ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

access_time2019-10-17 10:55:09

ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდებოდა. სამეთვალყურეო საბჭო არაფერს არ არჩევს. ვინც იყვნენ აღმასრულებელი პირები, შეარჩიეს ის აქტივები და ვალდებულებები, რომელიც შეიძლებოდა შეეძინათ. ეს შეისწავლა შესაბამისმა აუდიტორულმა კომპანიამ და რაც არ იყო სტანდარტის შესაბამისი, ის არ შეიძინეს, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საზოგადოებრივი მოძრაობა“ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებას, რომ „თიბისი ბანკმა“ „პროგრეს ბანკის“ აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 % შეიძინა.


„როგორც 2008 წლის ტრანზაქციით დაინტერესდნენ და ასე გამალებით სწავლობდნენ, შეიძლება იყოს უამრავი ტრანზაქცია, რომელიც კითხვის ნიშანს ბადებს, რომლის მიმართაც ასეთი ინტერესი არ არის გამოჩენილი. აქ საუბარია შერჩევით გამჭვირვალობაზე, შერჩევით უსამართლობაზე. არაფერი არ შეძენილა ისეთი, რაც შეიძლება ეჭვის საფუძველი ყოფილიყო. აქტივები და ვალდებულებები, რომლებიც შევიძინეთ, არც ერთი არ ბადებს ეჭვის რაიმე ნიშანწყალს. ამიტომაც ისინი შევიძინეთ. რაც შეეხება დანარჩენს, კომერციულ ორგანიზაციას არ ევალება ესა თუ ის ტრანზაქცია სამართლებრივად შეაფასოს. სამართლებრივი შეფასება ევალება სხვა უწყებებს“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ მიერ შეძენილი იყო „პროგრეს ბანკის“ აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %.



რაც შეეხება „პროგრესბანკის“ ტრანზაქციების შესახებ დოკუმენტს, მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის.


„საქმის დეტალებში ვერ შევალ, რადგან საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალურია. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ შეძენილი იყო აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %. რაც შეეხება გუშინ სიუჟეტში გასულ დოკუმენტს, ეროვნულ ბანკში ეს დოკუმენტი ვერ მოვიძიეთ და მივმართეთ „თიბისი ბანკს“, თუ არსებობს მართლაც ასეთი დოკუმენტი, გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს და გვაცნობოს ჩვენც. როდესაც გვექნება დოკუმენტი, ვნახავთ იქ რაზეა საუბარი. დოუმენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ იყო და არც ამჟამად არის ცნობილი, ამიტომ ვთხოვეთ „თიბისი ბანკს“ დოკუმენტის წარმოდგენა“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.


bpn.ge





უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up