წყალტუბოს (ვერ) განვითარების 10 წლიანი დაპირებების ქრონოლოგია: ბადენ ბადენი, კარლოვი ვარი, ტურისტული მარგალიტი...

წყალტუბოს (ვერ) განვითარების 10 წლიანი დაპირებების ქრონოლოგია: ბადენ ბადენი, კარლოვი ვარი, ტურისტული მარგალიტი...

access_time2022-07-08 10:00:23

ბადენ-ბადენი, კარლოვი-ვარი და ტურისტული ბრილიანტი - წყალტუბოს გერმანიისა და ჩეხეთის ცნობილ საკურორტო ქალაქების მსგავს ადგილად გადაქცევის დაპირება ჯერ კიდევ 2012 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასცა, შემდეგ მას ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი გახარია, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის მინისტრები მოჰყვნენ. წყალტუბოს აღორძინების რეალური ძვრები კი 10 წლის შემდეგაც მხოლოდ პროექტის დონეზეა.


დაპირებების ქრონოლოგია:


2012 წლის 14 სექტემბერი


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - „ვიწყებთ წყალტუბოს დიდი რეაბილიტაციის პროექტს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმა, რომელიც მე მქონდა და ჩვენ ყველანი ერთად განვდევნით წყალტუბოდან უმუშევრობას, გაჭირვებას, უიმედობას, უპერსპექტივობას. ჩვენ დავუბრუნებთ აქაურობას და თითოეულ ჩვენგანს მომავალს. ავაშენებთ ახალ საცურაო აუზებს, ახალ აბანოებს, უკვე კეთდება რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, მათ შორის, წყალტუბოს „ინტერკონტინენტალი“, აღდგება „შახტიორი“, აღდგება „ივერია“, აღდგა სამხედრო სანატორიუმი და ეს არის მხოლოდ დასაწყისის დასაწყისი. აქ ვაკეთებთ ტექნიკური გადამზადების ძალიან დიდ ცენტრს, კურსდამთავრებულების 90 % პირველივე თვეში პოულობს სამსახურს“, - ასე მიმართა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამომრჩევლებს წყალტუბოში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.


2015 წლის 25 აპრილი


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „წყალტუბო უნიკალური კურორტია. შეგვიძლია, თამამად შევადაროთ ისეთ ცნობილ კურორტებს, როგორიცაა ბადენ-ბადენი და კარლოვი-ვარი. ამ კურორტს სჭირდება დიდი ინვესტიციები. საპარტნიორო ფონდმა შეისწავლა წყალტუბოს განვითარების გეგმა. ფრანგული კომპანია „ვიჩი“ დაინტერესებულია ამ კუთხით. ჩვენი სურვილია, მეტი ინვესტიცია ჩაიდოს. დარწმუნებული ვარ, წყალტუბო გახდება ყველაზე საამაყო კურორტი, არამარტო ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაში“, - განაცხადა პირველი პრემიერობის დროს ღარიბაშვილმა, წყალტუბოში მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების დათვალიერების დროს (2012 წლის 6 ნოემბერს, მსოფლიო ბანკმა წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის 37 მილიონი დოლარი გამოყო, ამ თანხით წყალტუბოს პარკის და „ცივი ტბის“მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი განხორციელდა. ავტ.).


2019 წლის 29 ოქტომბერი 


ყოფილი პრემიერი და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილ „მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში. პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება. წყალტუბოს აქვს ყველა და შესაძლოა, მეტი პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობისა და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი. საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 - 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას.


ჩემი გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში.


პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება, სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას“, - ამ სიტყვებით დაანონსა ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს აღორძინების დაწყება.



2019 წლის 29 ოქტომბერი 


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია - „წყალტუბო გახდება მასშტაბური ტურისტული ცენტრი, რომელიც დიდ სტიმულს მისცემს იმერეთის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. კურორტის აღდგენას აუცილებლად მოჰყვება რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც იმას ნიშნავს, რომ ათეულობით ათას ოჯახს მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდება.


ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის განხორციელებაც მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც კერძო სექტორმა. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს“, - განაცხადა მაშინდელმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ივანიშვილის მიერ წყალტუბოს პროექტის დაანონსების შემდეგ.


2019 წლის 20 დეკემბერი 


ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა „ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში წყალტუბო დაიბრუნებს საერთაშორისო კურორტის სტატუსს, იქცევა საერთაშორისო ტურისტულ ცენტრად, მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს იმერეთისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. წყალტუბოს განვითარების გეგმის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში დაახლოებით 20 000 ადამიანი დასაქმდებოდა“, - თქვა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ.


2020 წლის 5 ივნისი 


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „წყალტუბო, როგორც ტურისტული ბრენდი უკვე ჩამოყალიბებულია. მას სჭირდება იმ ძველი ისტორიის აღდგენა, თანამედროვეობის გარკვეული ხარისხის, ნიშნის დამატება და ეს ყველაფერი იქნება. შეიძლება ჩვენ, განსაკუთრებით ამ პანდემიის პირობებში, დროში სადღაც ჩამოვრჩეთ, მაგრამ წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრილიანტი“, - ასე უწოდა გახარიამ ახალ პროექტს.


2020 წლის 23 ოქტომბერი 


წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო ხედვის პრეზენტაციის დროს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ საინვესტიციო კონკურსის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა ძველი სასტუმროების პრივატიზიება, გენგეგმის საფუძველზე კი ნებისმიერ სხვა ინვესტორსაც მიეცემოდა ინვესტირების საშუალება.


„დაახლოებით 20 000-მდე ადამიანი შეიძლება დასაქმდეს წყალტუბოს სასტუმროების და ბიზნესის მომსახურებაში. აუცილებელია ქალაქის ტურისტული ფუნქციის დატვირთვის გაფართოება არა მხოლოდ ბალნეოლოგიური კურორტის მიმართულებით. რა თქმა უნდა, მეტი ინვესტიციის განხორციელება, წყალტუბოსთან ერთად, ხელს შეუწყობს ქუთაისის განავითარებას“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


2021 წლის 13 სექტემბერი 


„2 წლის წინ დაანონსებული გეგმა, სწორედაც რომ აღსრულების ეტაპზეა. იცით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაუკვეთა და საკმაოდ საინტერესო გენერალური განვითარების გეგმა დაიდო, რომლის საჯარო განხილვებიც გაიმართა“, - თქვა ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ უახლოეს პერიოდში წყალტუბოში სანატორიუმის შენობებს ხელისუფლება სხვადასხვა საინვესტიციო ვალდებულებებით საპრივატიზებოდ გამოიტანდა. თუმცა დაპირების სისრულეში მოყვანა მინისტრის სავარძელში ყოფნის დროს ვერც ნათია თურნავამ მოახერხა.


2022 წლის 5 ივლისი 


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კურორტი განვითარდეს. კურორტთან ინფრასტრუქტურა იყო კეთილმოწყობილი. ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელდა უკვე მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 2019 წელს წყალტუბოს მხოლოდ 25 000 ვიზიტორი ეწვია და ჩვენი ვარაუდით ეს მაჩვენებელი რამდენიმე წელში გაათმაგდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოზიტიურად იმოქმედებს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მთლიანი რეგიონის ეკონომიკაზე და ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. საერთო ძალისხმევით, კერძო სექტორისა და მთავრობის ძალისხმევით გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ ამავე დროს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ - პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმები აუქციონზე უკვე გამოიტანეს. მთავრობის მიერ 5 ივლისს წარდგენილი 14 საინვესტიციო პროექტი (რომელთა საერთო საწყისი ღირებულება 47 მლნ ლარია) სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციოდ 6 ივლისს გამოიტანა, აუქციონები 4 აგვისტოს 17:00 საათამდე გაგრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილი ელის, რომ წყალტუბოს აღსადგენად 500 მლნ ლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდება. მისი განცხადებით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დამატებით, ათეულობით მილიონის ინვესტირება მოახდინოს იმისთვის, რომ წყალტუბო ბადენ-ბადენის დონის კურორტი გახდეს.


ნინო თამაზაშვილი





ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება
access_time2022-08-12 23:55:40
ლიკუნა კოტეტიშვილს საქორწილო აქსესუარების დამზადების იდეა საკუთარი ქორწილის შემდეგ გაუჩნდა. დღეს კი კომპანია მომხმარებელს სხვადსხვა სახის საქორწილო მომსახურებასა და აქსესუარებს სთავაზობს.   როგორც "ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარების" დამფუძნებელი "ბიზნესპარტიორთან" ყვება, ქორწილში მის მიერ დამზადებულმა დეკორაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ აქედან წამოვიდა იდეა ეს ყველაფერი ბიზნესად ექცია.   "პირადად ჩემთვის, ეს არის სფერო,...

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას
access_time2022-08-12 23:00:51
Reuters-ის სააგენტოს ცნობით, რამდენიმე წყაროს თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უნდა გამოაცხადოს თავისი კანდიდატურის ხელახლა წამოყენების შესახებ უფრო ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ, ნოემბრის რბოლამდე კონგრესში, რათა გააქარწყლოს სპეკულაციები დემოკრატების გეგმების შესახებ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის წინ.   ბაიდენი, რომელიც 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ 80 წლის გახდება, სულ უფრო მეტი შეკითხვის წინაშე დგას თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ...

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“
access_time2022-08-12 20:02:05
„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“ -  ამის შესახებ ინფორმაციას  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კომერსანტი“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.  მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ,...

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე
access_time2022-08-12 17:58:05
ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს, როგორ მილსადენიდან ასევე რკინიგზიდან, აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია არაბიძე, რითაც ის ყაზახური ნავთობის, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაწყებას გამოეხმაურა. როგორც...

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2022-08-12 17:30:06
12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7880 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1508 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2829 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up