„ბადაგონის“ დამფუძნებელი - „სავარაუდოდ, დავით ბეჟუაშვილს სურს კომპანიის ხელში ჩაგდება“

„ბადაგონის“ დამფუძნებელი - „სავარაუდოდ, დავით ბეჟუაშვილს სურს კომპანიის ხელში ჩაგდება“

access_time2018-02-07 15:48:18

კომპანია ბადაგონის დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას განცხადებით, კომპანიის ხელში ჩაგდება სავარაუდოდ, ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილს სურს.გიორგი სალაყაიამ და ადვოკატმა ზაზა ხუციშვილმა ცოტა ხნის წინ, ბადაგონში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის საკითხზე პრესკონფერენცია გამართეს.


როგორც ბადაგონის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ განაცხადა, 11 წლის შემდეგ კვლავ მოხდა ის ფაქტი, რომელმაც ყველა აღაშფოთა. მისივე თქმით, კომპანიის სათაო ოფისსა და ორივე ქარხანაში იმყოფებიან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები. კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, საგამოძიებო სამსახური წარმომადგენლების მიერ მოხდა საწარმოო პროცესის პარალიზება. მისივე თქმით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წარმოადგინეს სასამართლოს განჩინება, რომ მათ აქვთ უფლება, ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედება.
მათ განგვიმარტეს, რომ არის გარკვეული პიროვნების განცხადება და ამასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ ამ საქმის აღძვრასთან დაკავშირებით ინფორმირებულები არ ვიყავით, - განაცხადა სალაყაიამ.


სალაყაიას თქმით, დღეს განვითარებული მოვლენები იყო სრული მოულოდნელობა, თუმცა კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, დღეს როდესაც ბადაგონი გახდა ქართული ღვინის ექსპორტში 250 კომპანიას შორის ლიდერი, ბადაგონი გახდა გარკვეული პირებისთვის საინტერესო და მათ დაიწყეს ბრძოლა კომპანიის ხელში ჩასაგდებად.


გიორგი სალაყაიამ რამდენიმე პირი დაასახელა, რომელიც მისი თქმით, ამ პროცესში უშუალოდ მონაწილეობენ.


ეს გახლავთ დავით ბეჟუაშვილი, რომელიც წარმატებულ პარლამენტარად თუ ბიზნესმენად ითვლება. ამ ადამიანმა 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები ბადაგონის ხელში ჩასაგდება. ყველას კარგად ახსოვს 2006 წლის მოვლენები, თუ რა გადავიტანეთ, - განაცხადა სალაყაიამ.


მისივე თქმით, კომპანიაზე 2012 წლის არჩევნებამდე კიდევ ერთი შეტევა განხორციელდა.


2012 წლის თებერვალში ჩვენთან შემოვიდა ასევე საგადასახადო ინსპექცია. პარალელურად, შექმნეს ჩვენი კონკურენტი ვითომ კომპანია და იყო პირდაპირი მითითება, რომ ჩვენ გარკვეული წილი უნდა დაგვეთმო. მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა, ჩემი შეფასებით, დავით ბეჟუაშვილი და ასევე სავარაუდოდ, კახა დამენია, რომელიც იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და მაშინ რეალურად ჩვენ გადაგვარჩინა მაშინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, რაც ქვეყანაში მოხდა, მათ ვერ მოასწრეს კომპანიის მითვისება, - განაცხადა სალაყაიამ.


მისივე თქმით, ამის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, კომპანიამ ურთულესი პერიოდი გადაიტანა. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 600 ადამიანი და მისი წარმადობა გასამმაგებულია.


დღეს, როდესაც ბადაგონი აღმავლობის გზაზეა, ჩემი ვარაუდით, ბატონი ბეჟუაშვილი უკავშირდება თაღლითობისთვის საერთაშორისო ძებნილს, რუსეთის მოქალაქეს ვლადიმერ ჯანჯღავას და მას დააწერინეს განცხადება. ყველაზე მთავარია ის, რომ ამ ადამიანს არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონია კომპანია ბადაგონთან, - განაცხადა სალაყაიამ.


მისივე თქმით, 2014 წელს უცხოური კომპანია გრაკორო ტრედინგისგან, რომელიც ბადაგონის 60%-იან წილს ფლობდა, გიორგი სალაყაიამ იყიდა ეს წილი, თუმცა ის აცხადებს, რომ ვლადიმერ ჯანჯაღავას ურთიერთობები გრაკორო ტრედინგთან იურიდიულად არ დასტურდება.


გიორგი სალაყაიას განცხადებით, მან წილი ყოველგვარი კანონმდებლობის დაცვით შეიძინა. ამასთა, როგორც მან აღნიშნა, ამის შემდეგ მასსა და ჯანჯღავას ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა.


სავარაუდოდ, ის მოძებნა დავით ბეჟუაშვილმა, დააწერინა აბსურდული განცხადება, რომ თითქოს ეს წილი არასწორად იქნა ჩემზე კომპანია გრაკოროსგან გადმოფორმებული. ამ 3 წლის განმავლობაში არც ერთი წერილი, სატელეფონო ზარი არც კომპანიაში, არც ჩემთან არ არის მოსული, რომ ვინმეს რაიმე პრეტენზია ჰქონდეს, - განაცხადა სალაყაიამ.


მან მიმართა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომ აღნიშნულ საკითხში პირადად ჩაერთოს.სალაყაიას განცხადებით, ის და კომპანიის თანამშრომლები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლებენ და კომპანიას არავის დაუთმობენ.


როგორც ცნობილია, დღეს „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.


IPN




„თბილის ცენტრალში“ არსებული „ოქროს ბირჟა“ გახნისთვის ჯერ მზად არ არის

„თბილის ცენტრალში“  არსებული  „ოქროს ბირჟა“  გახნისთვის ჯერ მზად არ არის
access_time2020-06-02 16:00:53
დღეიდან თბილისის მასშტაბით ოქროს ბირჟები გაიხსნა. 10 ივნისიდან კი „თბილისი ცენტრალში“  მდებარე ოქროს სავაჭრო სივრცეც განაახლებს მუშაობას. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ობიექტის გახსნის გადადების  მიზეზი, პანდემიის გამო  დაწესებული რეგულაციებია,  რომლის მომზადებაც „თბილისი ცენტრალის“ „ოქროს ბირჟამ“ ვერ...

რეკომენდაციები მშობლებისა და ბავშვებისათვის - როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან

რეკომენდაციები მშობლებისა და ბავშვებისათვის - როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან
access_time2020-06-02 15:30:14
სოციალური ქსელები, დისტანციური კომუნიკაციის აპლიკაციები, ონლაინ თამაშები თუ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმები თანამედროვე რეალობაში გართობისა და კომუნიკაციის ფართოდ გავრცელებული საშუალებებია. სამწუხაროდ, მათ გამოყენებას გარკვეული საფრთხეებიც ახლავს თან. ერთ-ერთი ასეთი საფრთხეა კიბერბულინგი, რომლის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ინტერნეტ მომხმარებელი აღმოჩნდეს. კიბერბულინგს ხშირად, ჩვენი ან ჩვენ შესახებ სხვა ადამიანების მიერ გავრცელებული პერსონალური ინფორმაცია იწვევს. ინტერნეტ...

ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა

ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
access_time2020-06-02 13:30:49
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების განხორციელების მიზნით, ლიბერთი ბანკის სასწავლო ცენტრის, შერჩეული ექსპერტებისა და ტრენერების ბაზაზე 27 მაისს ჩატარდა სპეციალური ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის საქართველოს რეგიონებიდან თემაზე - „მეწარმე ქალი - კარგი მენეჯერი“. აღნიშნული ტრენინგით დაიწყო ტრენინგების ციკლი, რომელიც ითვალისწინებს დამწყები, მცირე მეწარმე და ფერმერი ქალების ინფორმირებას, გარკვეული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას და ასევე, მათ მხარდაჭერას პროფესიული განათლების...

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი
access_time2020-06-02 14:30:07
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ფინანსისტი ექსკლუზიურად „კომერსანტთან პოსტ-პანდემიურ პერიოდში მსოფლიოს ეკონომიკური პოტენციალის გადანაწილებაზე საუბრობს. ფინანსისტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა გლობალურ საინვესტიციო ბანკებში (Citigroup, Bank of America, Merrill Lynch, BCS Global Investment Bank) მედიაჰოლდინგს უყვება, თუ პორტ-პანდემიის პერიოდში რა მაკროეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ეკონომიკური ზრდის მისაღწევად....

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება
access_time2020-06-02 13:30:16
სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტთან“ „საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ქავთარაძემ განუცხადა. „სავარაუდოდ სავალუტო ჯიხურების გახსნა 8 ივნისს იგეგმება, ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა მარეგულირებელისგან გვაქვს მსგავსი ინფორმაცია. მოგვიწევს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა და იმ გაიდლაინების შესრულება რაც საფინანსო სექტორისთვისაა...


მსგავსი სიახლეები

up