აზიური ფაროსანა და რუსი დიპლომატის გაძევება -  მოსალოდნელია თუ არა რუსეთის მორიგი ეკონომიკური ემბარგო

აზიური ფაროსანა და რუსი დიპლომატის გაძევება - მოსალოდნელია თუ არა რუსეთის მორიგი ეკონომიკური ემბარგო

access_time2018-03-30 13:02:35

 რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ემბარგო დაუწესა. მიზეზი ფაროსანა გახდა. მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების ფონზე, როცა საქართველომ რუსი დიპლომატი გაძევა და როდესაც დასაველთ საქართველოში ფაროსანა ასე აქტიურად ვრცელდება,  „კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად არის შესაძლებელი აზიური ფაროსანას გამო რუსეთმა ჩვენც დაგვიწესოს ემბარგო. ამ საკითხის შესახებ დაზუსტებით საუბარი უჭირს ISET -ის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის თავმჯდომარის მოადგილეს რატი კოჭლამაზიშვილს, თუმცა როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა ემბარგოს დაწესება რუსეთის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ბერკეტია, რომლის გამოყენების ალბათობა ყოველთვის დგას დღის წერიგში და მითუმეტეს მსგავს პოლიტიკურად დაძაბულ ვითარებაში.


„რუსეთი იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ რთულია დაზუსტებით რაიმის თქმა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება თუნდაც ეკონომიკური მიმართულებით, პოლიტიკურ ჭრილში მიიღება. რაც შეეხება კონკრეტულად ემბარგოს, ეს არის მისი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ემბარგო ჩვენს შემთხვევაში და ყოველთვის დგას საშიშროება, რომ შეიძლება გამოიყენოს ეს ბერკეტი. დღევანდელი მოვლენების ფონზეც, როცა  რეგიონის გარშემო სხვადახვა გზით, მათ შორის სამხედრო მიმართულებით, ძლიერდება, ნამდვილად არაფერია გამორციხული“,-განმარტავს კოჭლამაზიშვილი.


რაც შეეხება ემბარგოს დაწესების შედეგად მიღებულ ზარალს, როგორც რატი კოჭლამაზიშვილი განმარტავს შედეგები იქნება მასშტაბურად დიდი ზარალის მომტანი ქვეყნისთვის.


„შედარებისთვის,   ფაროსანამ თხილის ექსპროტის ღირებულება შარშან გაანახევრა, ემბარგოს დაწესებით კი ამაზე  ბევრად დიდ ზარალს მივიღებთ. მაგალითად, აგროპროდუქტიდან ღვინის 60 % შარშან სწორედ რუსეთზე მოდიოდა, ანუ ფაქტობრივად  წარმოება რაც გვქონდა  ჩამოიშლება. ღვინის გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან გადის ატამი, მანდარინი, ბოსტნეული და ა.შ.  მოკლედ, შედეგები იქნება საგანგაშო,“-განმარტავს კოჭლამაზაშვილი.



რაც შეეხება,  სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესახებ ინფორმაციას, როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საქართველოდან მცენარეული პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება ფიტოსანიტარული კონტროლის გავლისა და იმპორტიორი ქვეყნების მოთხოვნის გათვალისწინებით. 


საქტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თემებრვალში საქართველოდან რუსეთში ექპსპორტზე 61 მლნ. 919 ათასი აშშ. დოლარის პროდუქტია გავიდა და ამ მაჩვენებლით რუსეთი პირველ ადგილზეა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის კი 198.6 მლნ. აშშ. დოლარით რუსეთი მე-2 ადგილზეა.


ავტორი: სალომე ლემონჯავა

 




MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს
access_time2020-08-08 12:21:19
ბრიტანული საავიაციო კომპანია British Airways კორონავირუსის პანდემიის გამო თანამშრომლების მეოთხედის შემცირებას აპირებს. როგორც ტელეკომპანია Sky News იუწყება, საუბარია, 42 ათასიანი შტატის 10,7 ათასით შემცირებაზე. British Airways-მა პარასკევს გამოაცხადა,...


მსგავსი სიახლეები

up